|
2023-07-04 14:06:01, 711 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - მეოთხე პრიორიტეტის - ანტიკორუფციული ღონისძიებების ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია იყო ახალი ბიუროს დაფუძნება, რაც გაკეთდა
მეოთხე პრიორიტეტის - ანტიკორუფციული ღონისძიებების ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია იყო ახალი ბიუროს დაფუძნება, რაც გაკეთდა - დაფუძნდა ახალი ანტიკორუფციული ბიურო. ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია იყო ამ ბიუროში ძირითადი ფუნქციების თავმოყრა, რაც დაკავშირებულია კორუფციასთან ბრძოლასთან და ასეც გაკეთდა, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის 12 პრიორიტეტის შესრულების თაობაზე ანგარიშის წარდგენისას. მისი თქმით, ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი შეირჩა და დაინიშნა გამჭირვალე და ინკლუზიური პროცესის საფუძველზე. „მეოთხე პრიორიტეტი - ეს არის ანტიკორუფციული ღონისძიებები. აქ ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია იყო, ახალი ბიუროს დაფუძნება, რაც გაკეთდა კიდეც - დაფუძნდა ახალი ანტიკორუფციული ბიურო. ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია იყო ამ ბიუროში ძირითადი ფუნქციების თავმოყრა, რაც დაკავშირებულია კორუფციასთან ბრძოლასთან და ასეც გაკეთდა. არის მთელი რიგი ფუნქციები, რამაც თავი მოიყარა ანტიკორუფციულ ბიუროში, ეს არის ინტერესთა კონფლიქტებთან დაკავშირებული საკითხების რეგულირება და აღსრულება, ეს არის თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგი, მამხილებელთა დაცვის სისტემა, პარტიების დაფინანსების მონიტორინგმაც გადმოინაცვლა ამ ბიუროში და ეს არის ასევე ანტიკორუფციული პოლიტიკისა და სტრატეგიის ზედამხედველობა და კოორდინაცია. ანუ რაც იყო ერთ - ერთი მთავარი რეკომენდაცია ფუნქციების თავმოყრა ერთ ორგანოში, ამ რეკომენდაციასაც ჩვენ გავყევით და შევასრულეთ. ასევე, ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი შეირჩა და დაინიშნა გამჭირვალე და ინკლუზიური პროცესის საფუძველზე, აქ იყვნენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, სახალხო დამცველის წარმომადგენელი, მაგალითად სახალხო დამცველის წარმომადგენელმა მოიწონა ის კანდიდატურა, რომელიც საბოლოო ჯამში დაინიშნა ბიუროს ხელმძღვანელის თანამდებობაზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის გუნდი DataIQ-მ ორ კატეგორიაში დააჯილდოვა
თიბისი კამპუსში სტუდენტების მიღება დაიწყო
სოციალური სამართლიანობის ცენტრი - საქართველოდან რუსეთში პატიმრების ექსტრადირება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს
ბაზისბანკის ბარათით თანხის განაღდება იგივე პირობებით უკვე ლიბერთის 700-მდე ბანკომატიდანაც შესაძლებელია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)