|
2023-07-04 13:24:00, 605 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - საჯარო სამსახურის რეფორმის ნაწილში მნიშვნელოვანი ღონისძიებები განხორციელდა
საჯარო სამსახურის რეფორმის ნაწილშიც განხორციელდა მნიშვნელოვანი ღონისძიებები, რაც მთავარია, დამტკიცდა 2023 – 2026 წლების საჯარო სამსახურის რეფორმის სტრატეგია და ამ სტრატეგიიდან გამომდინარე, 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც მოიცავს მთელ რიგ ფუნდამენტურ მიმართულებებს. ეს არის დეცენტრალიზაციის სტრატეგია, სახელმწიფო სერვისების განვითარების სტრატეგია, საჯარო ფინანსების მართვის სტრატეგია, ციფრული მმართველობის სტრატეგია, ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგია და საქართველოს ღია მმართველობის სამოქმედო გეგმა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც ევროკავშირის 12 პრიორიტეტის შესრულების თაობაზე ანგარიში წარადგინა. მისი თქმით, ეს პროცესი საკმაოდ ინკლუზიური იყო, რომელთა საფუძველზეც შემუშავდა ცვლილებები. „საჯარო სამსახურის რეფორმის ნაწილშიც განხორციელდა მნიშვნელოვანი ღონისძიებები, რაც მთავარია დამტკიცდა, 2023 – 2026 წლების საჯარო სამსახურის რეფორმის სტრატეგია და ამ სტრატეგიიდან გამომდინარე, 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც მოიცავს მთელ რიგ ფუნდამენტურ მიმართულებებს, ეს არის დეცენტრალიზაციის სტრატეგია, ეს არის სახელმწიფო სერვისების განვითარების სტრატეგია, საჯარო ფინანსების მართვის სტრატეგია, ციფრული მმართველობის სტრატეგია, ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგია და საქართველოს ღია მმართველობის სამოქმედო გეგმა. კიდევ ერთხელ რომ შევაჯამოთ, მეორე პრიორიტეტი მოიცავდა, სამ პრიორიტეტს და ყველა მიმართულებით არის ფუნდამენტური ცვლილებები განხორციელებული. საკმაოდ ინკლუზიური იყო ეს პროცესი, რომელთა საფუძველზეც შემუშავდა ეს ცვლილებები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის გუნდი DataIQ-მ ორ კატეგორიაში დააჯილდოვა
თიბისი კამპუსში სტუდენტების მიღება დაიწყო
სოციალური სამართლიანობის ცენტრი - საქართველოდან რუსეთში პატიმრების ექსტრადირება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს
ბაზისბანკის ბარათით თანხის განაღდება იგივე პირობებით უკვე ლიბერთის 700-მდე ბანკომატიდანაც შესაძლებელია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)