|
2023-07-04 12:32:10, 781 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე სააკაშვილზე - გუშინ მე რაც ვნახე, ეს არის რეზექციის რეკლამა, კუჭის ოპერაციის
გუშინ მე რაც ვნახე, ეს არის რეზექციის რეკლამა, კუჭის ოპერაციის, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს უთხრა, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ექსპრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ "აღარ უნდა კვდებოდეს". "გახსოვთ სააკაშვილთან დაკავშირებით, 600 დღე ხომ დაგვტანჯეს, საზოგადოება დატანჯეს, ჩვენ მიჩვეული ვართ, მაგრამ საზოგადოება დატანჯეს 600 დღე სააკაშვილის თემის გარშემო, 600 დღე ვითომ სააკაშვილი კვდებოდა. საბოლოო ჯამში, სტრასბურგის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და გადაწყვიტა სააკაშვილმაც, რომ აღარ უნდა კვდებოდეს ყოველ დღე. ამაში გვაცხოვრეს 600 დღე, ევროპარლამენტარებმა, ევროპარლამენტის რეზოლუცია იყო ამაში ჩართული. გუშინ მე რაც ვნახე ეს არის რეზექციის რეკლამა, კუჭის ოპერაციის, ეს ერთი, მეორე, ადამიანი, ჩვენ ამბობთ ამდენი ხნის განმავლობაში, მასთან შეგნებულად შეაქვთ დაბალი კალორაჟის საკვები, საკუთარი ოჯახის წევრებს, ეს ნორმალურია?! ეს ხომ არაჯანსაღი მოვლენაა", - თქვა კობახიძემ. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 3 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე პროცესი გაიმართა. სხდომას მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა "ვივამედიდან" დისტანციურ რეჟიმი ესწრებოდა.
საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის გუნდი DataIQ-მ ორ კატეგორიაში დააჯილდოვა
თიბისი კამპუსში სტუდენტების მიღება დაიწყო
სოციალური სამართლიანობის ცენტრი - საქართველოდან რუსეთში პატიმრების ექსტრადირება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს
ბაზისბანკის ბარათით თანხის განაღდება იგივე პირობებით უკვე ლიბერთის 700-მდე ბანკომატიდანაც შესაძლებელია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)