|
2023-07-04 12:30:31, 710 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - საქართველოს ხელისუფლებას აქვს შანსი, მიიღოს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება - გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს ხელისუფლებას აქვს კიდევ ერთი შანსი, მიიღოს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება - გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი და ერთადერთი მოთხოვნა შეუსრულოს ვოლოდიმირ ზელენსკის,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. ხაბეიშვილის თქმით, "ცივილიზებული სამყარო შეთანხმებულია, რომ პუტინთან მებრძოლი მთავარსარდალი, პროდასავლელი ლიდერი ციხეში წამებით არ უნდა მოკვდეს". "ჩვენ გუშინ ვიხილეთ პუტინთან მებრძოლი მთავარსარდალის, პრეზიდენტ ზელენსკის განცხადება, რომელიც ითხოვს უკრაინის მოქალაქის, პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლებას და გადაცემას, როგორც უკრაინის მოქალაქის... სრულიად ცივილიზებულმა სამყარომ იცის, რომ საქართველოს ხელისუფლება მინიმუმ კარგად არ იქცევა. აქვს საქართველოს ხელისუფლებას ისტორიული შანსი ამ უთანასწორო ბრძოლაში, როცა ფაქტობრივად. პუტინთან მებრძოლ მთავარსარდალს ერთადერთი თხოვნაღა აქვს საქართველოსთან გადასცეს მისი მოქალაქე, თანამდებობის პირი პრეზიდენტ სააკაშვილი, რომელიც ასევე პუტინთან მებრძოლი უმაღლესი მთავარსარდალია. ზელენსკის განცხადების შემდეგ, ჩვენ ვნახეთ რუსეთის სანქციების კოორდინატორი.ს მაკ ფოლის განცხადება, რომელიც ასევე პრეზიდენტ სააკაშვილის განთავისუფლებას ითხოვს; ვნახეთ ბილ ბროუდერის მოწოდება, რომელმაც“ მაგნიტსკის სიაზე“ იმუშავა. ცივილიზებული სამყარო შეთანხმებულია, რომ პუტინთან მებრძოლი მთავარსარდალი, პროდასავლელი ლიდერი ციხეში წამებით არ უნდა მოკვდეს. შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლებას აქვს კიდევ ერთი შანსი, მიიღოს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება - გაათავისუფლოს პრეზიდენტ სააკაშვილი და ერთადერთი მოთხოვნა შეუსრულოს ვოლოდიმირ ზელენსკის",- განაცხადა ხაბეიშვილმა. შეგახსენებთ, გუშინ, 3 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ქვეყნის დიპლომატიურ უწყებას დაავალა, გამოიძახოს საქართველოს ელჩი და მოსთხოვოს მას, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის კიევისთვის გადაცემის საკითხზე თბილისთან კონსულტაციების გამართვის მიზნით, ქვეყანა 48 საათის განმავლობაში დატოვოს.
საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის გუნდი DataIQ-მ ორ კატეგორიაში დააჯილდოვა
თიბისი კამპუსში სტუდენტების მიღება დაიწყო
სოციალური სამართლიანობის ცენტრი - საქართველოდან რუსეთში პატიმრების ექსტრადირება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს
ბაზისბანკის ბარათით თანხის განაღდება იგივე პირობებით უკვე ლიბერთის 700-მდე ბანკომატიდანაც შესაძლებელია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)