|
2023-07-04 12:10:05, 724 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - ევროკომისიიდან მაღალი რანგის წარმომადგენლები გვეუბნებიან, რომ ევროპარლამენტარებს ყურადღებას ნუ აქცევთ
ევროკომისიიდან კონკრეტული მაღალი რანგის წარმომადგენლები როცა გვხვდებიან ჩვენ, გვეუბნებიან, რომ ყურადღებას ნუ აქცევთ ევროპარლამენტარებს,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მსგავსი ტიპის შეხვედრები დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს, თუმცა მან საუბრებში მონაწილე პირების სახელები და გვარები არ დაასახელა. "ჩვენ კონკრეტული ადამიანები, კონკრეტული მაღალი რანგის წარმომადგენლები როდესაც გვხვდებიან ევროკომისიიდან, გვეუბნებიან, რომ ყურადღებას ნუ აქცევთ ევროპარლამენტარებს. ჩვენი პასუხი ამაზე რა არის, რომ ხალხს აუხსენით მაშინ. ძალიან მაღალი რანგის წარმომადგენელი. [სახელსა და გვარს] ვერ ვიტყვი დახურულ შეხვედრებზე რაზეც არის საუბარი. ევროპარლამენტარებს ნუ უსმენთ, მათი შეფასებები არ არის მნიშვნელოვანი, ნუ მიაქცევთ ყურადღებას და მათ შეფასებებს არ ექნება გავლენა კანდიდატის სტატუსზე. პირდაპირ, ძალიან მაღალი რანგის წარმომადგენელზეა საუბარი, ვისაც განსაკუთრებული სიტყვა ეთქმის. დახურული შეხვედრაა ვერ გამოვიტან გარეთ, მაგრამ ეს არის რასაც გვეუბნებიან. საჯაროდ მაგას ვერ იტყვიან, გამოდის, რომ როგორც თქვენ თქვით, ევროპარლამენტის მიმართ საჯაროდ ვერ დააფიქსირებენ უპატივცემულობას",- უთხრა კობახიძემ მედიის წარმომადგენლებს.
საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის გუნდი DataIQ-მ ორ კატეგორიაში დააჯილდოვა
თიბისი კამპუსში სტუდენტების მიღება დაიწყო
სოციალური სამართლიანობის ცენტრი - საქართველოდან რუსეთში პატიმრების ექსტრადირება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს
ბაზისბანკის ბარათით თანხის განაღდება იგივე პირობებით უკვე ლიბერთის 700-მდე ბანკომატიდანაც შესაძლებელია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)