|
2023-06-26 14:56:25, 1017 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი კაპიტალის“ ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - ლარის განაკვეთების შემცირება კვლავ საბაზო სცენარია
გასულ კვირას, სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად დატოვა. "თიბისი კაპიტალის" აზრით, მომდევნო კომიტეტის სხდომაზე, რომელიც 2 აგვისტოს გაიმართება, განაკვეთის შემცირების ალბათობა საკმაოდ მაღალია. სხვა გამოქვეყნებული მაკროეკონომიკური მაჩვენებლების მხრივ, აღსანიშნავია, რომ მაისში, წინა თვეებისაგან განსხვავებით, ლარის სესხების ზრდა პრევალირებდა, დეპოზიტების მხარეს კი, მართალია მატება ასევე ლარში მეტი იყო, თუმცა - ვალუტის კომპონენტის მნიშვნელოვანი გაუმჯობესებით. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ლარის ბოლოდროინდელი სისუსტე სწორედ სენტიმენტების ცვლილების შედეგს წარმოდგენდა. მიუხედავად ამისა, მაისში სებ-ის მიერ ვალუტის წმინდა შესყიდვები მაინც საკმაოდ მაღალი, - 155 მილიონი აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც თავის მხრივ, კვლავ ძლიერ სავალუტო შემოდინებებზე მიუთითებს. ივნისის დეპოზიტების ყოველდღიური დინამიკა ვალუტების ჭრილში, სენტიმენტების უკვე ლარის სასარგებლოდ შემობრუნებას აჩვენებს. თუმცა, საყურადღებოა ლირისა და ნაწილობრივ რუბლის ბოლოდროინდელი გაუფასურება, რაც ლარის კურსის თავისი ე.წ. გრძელვადიანი ტენდენციიდან გადახრას შედარებით უფრო თვალსაჩინოს ხდის. "თიბისი კაპიტალი" ინარჩუნებს შეფასებას, რომ მიუხედავად ძლიერი სავალუტო შემოდინებებისა, დაბალი ინფლაციისა და ძირითადი სავაჭრო ეკონომიკური პარტნიორების მიმართ, ლარის საშუალო გაცვლითი კურსის გათვალისწინებით, სამომავლოდ ლარის გაუფასურების მიმართულებით გარკვეული შესწორება, როგორც ჩანს, უფრო მეტად ალბათურია. საგარეო ვაჭრობისა და ფასების სხვადასხვა ინდექსის კუთხით გამოქვეყნებული მაჩვენებლების მხრივ, შეიძლება ითქვას რომ დინამიკა მოლოდინებთან შესაბამისობაშია და რაიმე სიახლე არ იკვეთება. გაეცანით პუბლიკაციას ბმულზე.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)