|
2023-06-26 13:29:49, 705 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი - მოსახლეობის შეგნებულად შეცდომაში შეყვანა ხდება - პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მოვალეობაა, შეაფასოს შიდა და გარე საფრთხეები და აღნიშნული ინფორმაცია ანალიტიკური სახით მიაწოდოს ქვეყნის უმაღლეს მთავარსარდალსა და ქვეყნის ხელმძღვანელობას,- ასე ეხმაურება პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი მსხილაძე უსაფრთხოების საბჭოს მოწვევის შესახებ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივაზე მმართველი პარტიის წარომადგენლების განცხადებებს. როგორც გიორგი მსხილაძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, ხდება მოსახლეობის შეგნებულად შეცდომაში შეყვანა. "მე ვფიქრობ, რომ ხდება მოსახლეობის შეგნებულად შეცდომაში შეყვანა. ამ კონსტიტუციის თანაავტორმა უნდა იცოდეს, რომ პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური. ის არის ქვეყნის ერთიანობის და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი. ის წარმოადგენს სახელმწიფოს საგარეო ურთიერთობებში და არის ქვეყნის უმაღლესი სარდალი. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მოვალეობაა, შეაფასოს შიდა და გარე საფრთხეები და აღნიშნული ინფორმაცია ანალიტიკური სახით მიაწოდოს ქვეყნის უმაღლეს მთავარსარდალსა და ქვეყნის ხელმძღვანელობას",- ამბობს გიორგი მსხილაძე. ცნობისთვის, 24 ივნისს, რუსეთის ფედერაციაში განვითარებული მოვლენების ფონზე, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს უსაფრთხოების საბჭოს დაუყოვნებლივ მოწვევისკენ მოუწოდა. აღნიშნულს გამოეხმაურა "ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და თქვა, რომ საქართველოს პრეზიდენტი "სისულელეს ამბობდა" და რომ "უსაფრთხოების საკითხებზე პასუხისმგებელია მთავრობა - წარმოუდგენელია, დღემდე თუ ვერ შეიგნო ეს პრეზიდენტმა".
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)