|
2023-06-23 22:53:43, 1149 ნახვა
ეკონომიკა
გენადი არველაძე - ქართული პროდუქციის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით ექსპორტი მსოფლიოს 2.3 მილიარდიან სამომხმარებლო ბაზარზეა შესაძლებელი
ქართულ პროდუქციას თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით შესვლა მსოფლიო სამომხმარებლო ბაზრის 1/3-ში შეუძლია, რაც 2.3 მილიარდიან სამომხმარებლო ბაზარს წარმოადგენს, - ამის შესახებ ეკონომიკისა მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში მოხსენების დროს განაცხადა. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, საქართველოს ამჟამად თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი აქვს 45 ქვეყანასთან და ერთ საბაჟო ტერიტორიასთან (ჰონგ-კონგი). „თუ გავაანალიზებთ, რა შედეგი მოიტანა თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმების განვითარებამ საქართველოს ექსპორტისთვის, ვნახავთ, რომ ადგილობრივი ექსპორტის (რეექსპორტის გარეშე) დიდი წილი - 82% თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის მქონე ქვეყნებში გავიდა. ამასთან, შემცირდა საქართველოს დსთ-ს ქვეყნების ბაზრებზე ექსპორტდამოკიდებულების წილი და ადგილობრივი ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა იმ ქვეყნებში, რომლებთანაც საქართველომ გააფორმა ახალი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები" - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. გენადი არველაძემ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ახალი თაობის შეთანხმებების გაფორმების შემდგომ, 2022 წელს, 2014 წელთან შედარებით, დაფიქსირდა არა მხოლოდ ტრადიციული საექსპორტო პოზიციების ზრდა, არამედ ექსპორტში გამოჩნდა ახალი პროდუქციაც.
მეუფე ილარიონი ვარაუდობს, რომ შიო III სინდისის პატიმრები გათავისუფლების საკითხს დააყენებს
პატრიარქ შიო III-ის აღსაყდრება დაიწყო - ცერემონიალს ბიძინა ივანიშვილიც ესწრება
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)