|
2023-06-18 18:35:10, 1379 ნახვა
ეკონომიკა
მეორადი სანქციების რისკის გამო, Bank of China რუსებს ზღუდავს გადარიცხვებს ევროპასა და აშშ-ში
13 ივნისიდან ჩინეთის Bank of China შეუზღუდა რუსული ბანკის კლიენტებს იუანის ევროკავშირში, შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთსა და შვეიცარიაში გადარიცხვის შესაძლებლობა. - ამის შესახებ RBC იუწყება. ერთ-ერთი რუსული ბანკის წარმომადგენლის თქმით, ჩინეთის ბანკმა შეაჩერა სახსრების გადარიცხვა საკორესპონდენტო ანგარიშებით არა მხოლოდ იუანში, არამედ აშშ დოლარში, ევროში და ჰონგ კონგის დოლარებში. გამოცემის თანამოსაუბრის თქმით, შეზღუდვები მეორადი სანქციების რისკს უკავშირდება. რუსეთის საბანკო სექტორის წარმომადგენლები თვლიან, რომ რუსების შეზღუდვის გადაწყვეტილება მიიღეს არა ჩინეთმა, არამედ შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთზე უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ დაწესებული შეზღუდვების ფონზე. RBC-ის მიერ გამოკითხული ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ევროკავშირსა და აშშ-ში ჩინურ ვალუტაში გადარიცხვების წილი მცირეა იუანში გადარიცხვებში. ასეთი ოპერაციები შეიძლება გამოიყენონ კერძო ინვესტორებმა ან ბიზნესის წარმომადგენლებმა. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთის ეკონომიკა დაექვემდებარა უპრეცედენტო სანქციების ზეწოლას დასავლეთის ქვეყნების მხრიდან. ევროკავშირმა კერძო ბანკების მიმართ შეზღუდვები იმით ახსნა, რომ ისინი სახელმწიფოს „სოლიდურ შემოსავალს“ აძლევენ და მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ეკონომიკაში.
მეუფე ილარიონი ვარაუდობს, რომ შიო III სინდისის პატიმრები გათავისუფლების საკითხს დააყენებს
პატრიარქ შიო III-ის აღსაყდრება დაიწყო - ცერემონიალს ბიძინა ივანიშვილიც ესწრება
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)