|
2023-06-17 13:24:10, 2369 ნახვა
სამხედრო
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ვიზიტით რუმინეთში იმყოფებოდა
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ოფიციალური ვიზიტით რუმინეთში იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი რუმინეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრს ანჯელ ტილვარსა და შეიარაღებული ძალების თავდაცვის შტაბის უფროსს, გენერალ დანიელ პეტრესკუსს შეხვდა. თავდაცვის ძალების მეთაურმა რუმინულ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ურყევი მხარდაჭერისთვის. აღინიშნა, რომ რუმინეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და ახლო მეგობარი ქვეყანაა, რასაც მოწმობს ქვეყნებს შორის გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება, ხოლო თავდაცვის მინისტრების მიერ ხელმოწერილი თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ განახლებული ხელშეკრულება. "მხარეებმა რეგიონული უსაფრთხოების საკითხები და არსებული გამოწვევები მიმოიხილეს. ასევე, განსაკუთრებული ადგილი დაეთმო შავი ზღვის უსაფრთხოების თემას. საუბარი შეეხო ნატოსთან და ევროკავშირთან თანამშრომლობის არსებულ მექანიზმებსა და თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით განხორციელებულ რეფორმებს. აღინიშნა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) მნიშვნელოვანი როლი და პაკეტის ინიციატივების წარმატებით განხორციელებაში რუმინეთის წვლილი. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე საკითხებსა და სამომავლო გეგმებს, მათ შორის სამხედრო განათლების მიმართულებას და ერთობლივ წვრთნებში მონაწილეობას. ვიზიტის ფარგლებში, თავდაცვის ძალების მეთაური მრავალეროვნული სწავლების Dacian Strike 23 - ის საჩვენებელ სწავლებასაც დაესწრო", - ნათქვამია განცხადებაში.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)