|
2023-06-15 23:03:51, 2849 ნახვა
სპორტი
კვარაცხელია 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში არ ითამაშებს
ნაპოლის ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია ფეხბურთის ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, რომელიც საქართველოსა და რუმინეთში გაიმართება, არ ითამაშებს. ამის შესახებ ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში განაცხადა. „დიდი პატივია, ვიყო იმ გუნდის გაფართოებული შემადგენლობის წევრი, რომელიც რამდენიმე დღეში ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. ჩემთვის ყველაზე ხანგრძლივი საფეხბურთო სეზონის შემდეგ რთულია დროის ასეთ მოკლე მონაკვეთში კვლავ ასეთი მაღალი რანგის შეჯიბრებაზე თამაში. ამიტომ მსურს, გულშემატკივარმა იცოდეს ჩემი პოზიციის შესახებ. სურვილის მიუხედავად, რთული სეზონის შემდეგ, სპორტული მიზეზების გამო, 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე მეც თქვენთან ერთად ჩვენი ნაკრების რიგითი გულშემატკივარი ვიქნები. ახლა სრულად კონცენტრირებული ვარ იმ თამაშებზე, რომელიც საქართველოს ეროვნულ ნაკრებს კვიპროსისა და შოტლანდიის წინააღმდეგ ელოდება. ყველას დიდი წარმატება მინდა, ვუსურვო ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, ჩემს გუნდელებს, მთელ ნაკრებს, სამწვრთნელო შტაბს და საქართველოს“. - წერს ფეხბურთელი. შეგახსენებთ, რომ კვარაცხელია ტურნირისთვის გამოცხადებულ მოთამაშეთა გაფართოებულ სიაშია შესული. თუმცა, ის ამბობს, რომ კარიერის „ყველაზე გრძელი საფეხბურთო სეზონის“ შემდეგ „სპორტული მიზეზით“ ეროვნულ ნაკრებში თამაშს ვერ შეძლებს. ამასთან, კვარაცხელია საქართველოს ძირითად გუნდს დაეხმარება, რომელიც 17 ივნისს სტუმრად კვიპროსის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება, ხოლო 20 ივნისს შოტლანდიას უმასპინძლებს. ევროპის ფეხბურთის ჩემპიონატი ახალგაზრდულ ნაკრებებს შორის (UEFA 21-წლამდელთა ევრო 2023) 21-დან 8 ივლისამდე საქართველოსა და რუმინეთში გაიმართება. ფინალური მატჩი ბათუმში, აჭარაბეთ არენაზე გაიმართება.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)