|
2023-06-15 19:36:58, 915 ნახვა
პოლიტიკა
დავითულიანი - პარტნიორები დეპოლარიზაციას გვთხოვენ და თან პოლარიზაციას ხელს უწყობენ
"ქართული ოცნების" დეპუტატმა ბექა დავითულიანმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში დეპოლარიზაციის საკითხზე ისაუბრა. როგორც დავითულიანმა აღნიშნა, პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლები საქართველოსგან დეპოლარიზაციას ითხოვენ და ხშირად ხელს უწყობენ პოლარიზაციას. "ამ ვითარებაში დეპოლარიზაციაზე საუბარი ძალიან რთულია. მაშინ, როცა ჩვენ მიმართ რეკომენდაციად დეპოლარიზაციის მოთხოვნა დგას, ამის პარალელურად, მაგალითად, დემოკრატიის ისეთ მექაში, როგორიცაა აშშ, პოლიტიკა ძალიან პოლარიზებულია. ამის პარალელურად, მე მგონია, რომ ხშირად გარკვეული ჯგუფები, ჩვენი პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლები ერთი ხელით თან დეპოლარიზაციას გვთხოვენ და თან ხშირად ხელს უწყობენ პოლარიზაციას, როგორც თავისი განცხადებებით, ისე რაღაც წამახალისებელი ქმედებებით. ამიტომ, ყველაფერი მესმის. მთავარი ისიც არ არის, გარედან რას გვთხოვენ. მთავარი ის არის, რომ ჩვენ მართლა უნდა შევძლოთ ამ დუღილის პროცესისა და ერთმანეთის მიმართ ამ დამოკიდებულების იმ დონეზე დაყვანა, რომ მინიმუმ, ლაპარაკი შეგვეძლოს. თორემ, ასე თუ გაგრძელდა, გაღრმავდა და მეტი პოლარიზაციისკენ წავედით, სადღაც ეს ძაფი გაწყდება და შეიძლება, უბედურება დატრიალდეს, ჯვარი გვწერია", - განაცხადა დავითულიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)