|
2023-06-15 16:17:59, 1239 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით ფინანსური ხელმისაწვდომობის თემაზე მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებთან შეხვედრა გაიმართა
"საქართველოს ბანკი", როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი, მუდმივად ცდილობს ბიზნესს განვითარებისთვის საჭირო სერვისი თუ პროდუქტი შესთავაზოს და ასევე, მისცეს შესაძლებლობა, მიიღოს მისთვის საჭირო და სასარგებლო ინფორმაცია დარგის ექსპერტებისგან. სწორედ ამ მიზნით, ბანკმა მის პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, 14 ივნისს, 4B სივრცეში სემინარი გამართა. შეხვედრა FAS Group-ის მმართველმა პარტნიორმა, ნათია სხვიტარიძემ ჩაატარა, რომელმაც ბიზნესის განვითარებისთვის სწორად წარმოებული ბუღალტრული აღრიცხვის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „სემინარის დამსწრეებთან ერთად გამართული ბუღალტერიის, როგორც ორგანიზაციის წარმატებისა და განვითარებისთვის ერთ-ერთი წამყვანი ფაქტორის შესახებ ვისაუბრეთ. მოხარულები ვართ, რომ საქართველოს ბანკთან პარტნიორობით მოგვეცა შესაძლებლობა, ბიზნესებისთვის გაგვეზიარებინა ის ძვირფასი გამოცდილება, რომელიც ჩვენი კომპანიის 100-ზე მეტ კლიენტთან თანამშრომლობით დაგვიგროვდა“, - განაცხადა FAS Group-ის მმართველმა პარტნიორმა, ნათია სხვიტარიძემ. „ჩვენ, როგორც ბიზნესის საიმედო პარტნიორი, მუდმივად ვცდილობთ მივაწოდოთ მათ ინფორმაცია ისეთ საჭირო და მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა ფინანსური ხელმისაწვდომობა, ელექტრონული კომერცია და სხვა. სწორედ ამ მიზნით უკვე არაერთი შეხვედრა გაიმართა. ვფიქრობთ, ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია იმ შესაძლებლობების გაცნობა, რაც მათ კიდევ უფრო მეტად დაეხმარებათ გაძლიერდნენ და განვითარდნენ. სწორედ ამიტომ, ჩვენც არ ვჩერდებით და განვაგრძობთ მუდმივ მცდელობას, მხარი დავუჭიროთ ბიზნესს სამომავლო გეგმების განხორციელებაში“,- განაცხადა რუსუდან ბარათაშვილმა, "საქართველოს ბანკის" მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულებების სერვისების განვითარების დეპარტამენტის დირექტორმა. სემინარი "საქართველოს ბანკის", FAS Group-ის, ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) და BPN Georgia-ს ორგანიზებით გაიმართა.
მეუფე ილარიონი ვარაუდობს, რომ შიო III სინდისის პატიმრები გათავისუფლების საკითხს დააყენებს
პატრიარქ შიო III-ის აღსაყდრება დაიწყო - ცერემონიალს ბიძინა ივანიშვილიც ესწრება
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)