21:21 - 06 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-15 12:54:07, 944 ნახვა

პოლიტიკა
ვოლსკი - 90 წლის პოზნერი არც ოკუპანტია და საერთოდ არაფერს წარმოადგენს - კვერცხებით დევნა ღირსების მაჩვენებელი არ არის

90 წლის პოზნერი არც ოკუპანტია და საერთოდ არაფერს არ წარმოადგენს, მისი კვერცხებით დევნა ღირსების მაჩვენებელი არ არის,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

როგორც ვოლსკიმ მედიის წარმომადგენლებთნ საუბრისას აღნიშნა, რაზე ესაუბრება პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე ვლადიმერ პოზნერს, მეოცეხარისხოვანია.

"90 წლის პოზნერი არც ოკუპანტია და საერთოდ არაფერს არ წარმოადგენს, მის მიმართ მე პირადად ნეგატიური დამოკიდებულება მაქვს, მაგრამ ფაქტია, რომ 90 წლის კაცის და მასთან თანმხლები ბევრი ქართველის ყოფნის მიუხედავად, კვერცხებით დევნა, არ არის იმ ღირსების მაჩვენებელი, რომელიც ჩვენს ერსა და ნაციას გააჩნია ზოგადად. რაც შეეხება რუსეთის ინტერესებს, რუსეთის ფედერაციის ძალიან ბევრი ინტერესი გატარებული გატარებული აქვს "ნაცმოძრაობას" თავისი ტელევიზიებით და დღესაც ზუსტად იმ პოლიტიკას ატარებს, რაც მოსკოვს უნდა. ასე რომ, რა კომენტარი ჰქონდა ზურაბ აბაშიძეს 90 წლის პოზნერთან, ეს უკვე მეოცეხრისხოვანია",- ამბობს ვოლსკი.

ცნობისთვის, გუშინ, 14 ივნისს "კიბერ კმარამ" გაავრცელა აუდიოჩანაწერი, რომელიც სავარაუდოდ, პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა და ჩაიკოვსკის საქველმოქმედო ფონდის პრეზიდენტის, მარკ ზილბერკვიტის სატელეფონო საუბარს ასახავს. აღსანიშნავია, რომ ზილბერკვიტი ვლადიმერ პოზნერს თბილისში ახლდა. ჩანაწერის მიხედვით, აბაშიძე ადამიანებს, რომლებმაც პოზნერის თბილისში ვიზიტი გააპროტესტეს, "ზონდერებსა" და "პროვოკატორებს"უწოდებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სოჭის სანაპიროსთან ნავთობის ტანკერი AFRAMAX RIO იწვის - ვიდეო
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
მარტა კოსი- საქართველო კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ ქაღალდზეა
საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობისა და მათი საქმიანობის აკრძალვის თაობაზე სარჩელი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics