|
2023-06-15 11:16:22, 793 ნახვა
პოლიტიკა
ჰერჩინსკი - 12 პრიორიტეტს შორის დეოლიგარქიზაცია ერთ-ერთი უმთავრესია და მისი ამოღება არ განიხილება
12 პრიორიტეტს შორის, რომელიც საქართველომ მიიღო, დეოლიგარქიზაცია ერთ-ერთი უმთავრესია. მისი ამოღება არ განიხილება, მით უმეტეს საქართველოს ტიპის ქვეყნებში, სადაც არსებობს გამოწვევები, როდესაც საქმე ეხება ბიზნესსა და პოლიტიკაში ვინმეს ზედმეტ ჩარევას და ჭარბ ინტერესებს,- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. ჰერჩინსკის თქმით, ინტერესების გადაჭარბებული გავლენის არსებობა საქართველოსთვის პრობლემას წარმოადგენს და თუ როგორ გადაწყდება ეს პრობლემა, ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ. "12 პრიორიტეტს შორის, რომელიც საქართველომ მიიღო, დეოლიგარქიზაცია ერთ-ერთი უმთავრესია. მისი ამოღება არ განიხილება, მით უმეტეს საქართველოს ტიპის ქვეყნებში, სადაც არსებობს გამოწვევები, როდესაც საქმე ეხება ბიზნესსა და პოლიტიკაში ვინმეს ზედმეტ ჩარევას და ჭარბ ინტერესებს. საქართველოს აქვს ეს პრობლემა და ის უნდა გადაიჭრას. საქართველოს სჭირდება, რომ პოლიტიკაზე ფარული მმართველობის გავლენის პრობლემა მოაგვაროს; მას სჭირდება ოლიგარქიზაციის დამარცხება, მაგრამ როგორ მიაღწევს ამას, ეს უკვე ქართველი ხალხის გადასაწყვეტია. რასაც ყოველთვის ვითხოვდით არის ის, რომ ევროპული სტანდარტები ამ პროცესში მაქსიმალურად იყოს დაცული. ვენეციის კომისიამ პირდაპირ თქვა ორი დღის წინ, რომ არაა მიზანშეწონილი არსებული კანონის მიღება, რადგან ის სეროზულ რისკფაქტორს შეიცავს. პრობლემა არა პერსონალურად, არამედ სისტემურად უნდა მოგვარდეს, სწორედ ამას ამბობს დასავლეთი და ვენეციის კომისიაც. პრობლემის სისტემური მოგვარება სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებასაც საჭიროებს, ისეთები, როგორებიცაა: პარტიების დაფინანსება, მედიის თავისუფლება, სასამართლო რეფორმა, სწორედ ასე გვესმის პოლიტიკაზე ფარული გავლენის მოგვარება დასავლეთში. დასავლეთი მხარს უჭერს საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ოლიგარქიის გავლენის შემცირებას",- განაცხადა ჰერჩინსკიმ. შეგახსენებთ, რომ "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტს, 13 ივნისს პარლამენტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა. მანამდე კი, 12 ივნისს ვენეციის კომისიამ "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით საბოლოო მოსაზრება გამოაქვეყნა. ვენეციის კომისიის დასკვნით, კანონპროექტი არ უნდა იქნას მიღებული და არ უნდა მოხდეს „სისტემური“ მიდგომიდან გადახვევა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)