01:47 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-14 17:03:37, 1025 ნახვა

ეკონომიკა
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი - სკანდინავიის ქვეყნებში აჭარის პოპულარიზაცია მიმდინარეობს

აჭარის პოპულარიზაცია სკანდინავიის ქვეყნებში მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფრომაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, რეგიონისა და ზოგადად, საქართველოს ცნობადობის გაზრდის მიზნით წელს, პირველად მოეწყო პრეზენტაციები დანიაში, ნორვეგიასა და შვედეთში, რომელსაც ადგილობრივი მსხვილი ტურისტული კომპანებისა და ბიზნეს ორგანიზების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

"ღონისძიებების ფარგლებში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისა და საქართველოს საკონვენციო ბიუროს წარმომადგენლების ჩართულობით გაიმართა B2B ფორმატის შეხვედრები, სადაც ქართველმა და სკანდინავიელმა ტუროპერატორებმა ერთობლივი ტურისტული პაკეტების შემუშავებისა და ურთიერთანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს. კოპენჰაგენში, ოსლოსა და სტოკჰოლმში გამართული პრეზენტაციების ორგანიზებაში ჩართული იყო საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები დანიის სამეფოში.

სკანდინავიის ქვეყნები აჭარისთვის ახალ სამიზნე ქვეყნებს წარმოადგენს, სადაც რეგიონისა და ზოგადად ქვეყნის ცნობადობის გაზრდა იგეგმება. სკანდინავიელი ტურისტები მაღალმხარჯველუნარიანობით გამოირჩევიან და ბევრს მოგზაურობენ. საქართველოში მათი მოგზაურობის სტიმულირებისთვის, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი პრესინფოტურებისა და სხვა მასტიმულირებელი ღონისძიებების ორგანიზებას გეგმავს", - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics