|
2023-06-14 10:00:43, 1500 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვა - სამინისტრო შშმ პირთა მხარდასაჭერად, ყოველწლიურად ამატებს ახალ პროგრამებს ან აფართოებს არსებულს
14 ივნისი საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, უწყება სპეციალური საჭიროების მქონე მოქალაქეების მხარდასაჭერად, ყოველწლიურად ამატებს ახალ პროგრამებს ან აფართოებს არსებულს. სამინისტროს ინფორმაციით, 2023 წელს ამოქმედდა "შშმ მშობლის და ორსულის ერთჯერადი მატერიალური დახმარების" ახალი პროგრამა. "აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო შშმ პირთათვის გასცემს 25 სახეობის დამხმარე საშუალებას, მათ შორის ელექტრო ეტლს. დაგეგმილია დამხმარე საშუალებების ნუსხის გაფართოება, კერძოდ საკორექციო ორთოპედიული ნაწარმის - ნებისმიერი დონის ორთეზების და ინოვაციური ტექნოლოგიის დამხმარე საშუალებების. სამედიცინო სერვისების გარდა, სამინისტრო პროგრამების ფარგლებში, ყოველწლიურად აფინანსებს 2 000-მდე ბავშვისა და 1000-მდე მოზრდილის რეაბილიტაციის კურსს. ბავშვთა მიმართულებით სამინისტრო ახორციელებს სამედიცინო და სოციალური რეაბილიტაციის შემდეგ პროგრამებს: „ბავშვთა ფსიქოსომატური აბილიტაცია/რეაბილიტაცია“, „ბავშვთა ადრეული განვითარება“, „აუტიზმის სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია“, „სმენაპროთეზირებულ ბავშვთა აბილიტაცია/რეაბილიტაცია“, „ძვალ-სახსროვანი სისტემის დეფორმაციის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია“. სამინისტრო მხარდაჭერას უცხადებს ფსიქიკური აშლილობის მქონე შშმ პირებს და მათ უზრუნველყოფს თავშესაფრით. მიმდინარე წელს აღნიშნული მიმართულებით დაემატა მეოთხე საცხოვრისი. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ყველა პროგრამის ბენეფიციარები არიან. აჭარის დასაქმების სააგენტო შშმ პირებს სთავაზობს პროფესიულ გადამზადებას",- ნათქვამია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)