11:24 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-12 14:31:18, 862 ნახვა

ეკონომიკა
პრემიერი - ქვეყნიდან კატალიზატორების გატანა აიკრძალება

აუცილებელია კატალიზატორების ექსპორტის შეჩერება. ამიტომ, ცალკე დადგენილებას გამოვცემთ და ქვეყნიდან კატალიზატორების გატანა აიკრძალება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ჰაერის დაბინძურების მიმართულებით აღნიშნული საკითხი მთავარი პრობლემის გამომწვევია.

„6 წელია საწვავზე მაქსიმალურად დიდ კონტროლს ვაწარმოებთ, ხარისხი მოწმდება, სისტემატიურად. გეტყვით, რომ ჩვენ სხვა კომპლექსური ღონისძიებები დავგეგმეთ. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის ის, რომ ეს გაუმართავი ავტომობილები რიგ შემთხვევაში ბიზნესად არის გადაქცეული. ე. წ. კატალიზატორების საკითხი და პრობლემა. ჩვენ ამის თაობაზე საკითხი შევისწავლეთ და ვთქვით, რომ აუცილებელია კატალიზატორების ექსპორტის შეჩერება. ამიტომ, ცალკე დადგენილებას გამოვცემთ და ქვეყნიდან კატალიზატორების გატანა აიკრძალება. სამწუხარო რეალობაა და პრაქტიკაში ჩვენ ვიცით, რომ ავტომობილებს აცლიან ამ დეტალს, კატალიზატორს და ყიდიან უცხოეთში. ეს არის მთავარი პრობლემის გამომწვევი. ამიტომ, ვფიქრობთ, ძალიან მალე შედეგი გვექნება. ჰაერის ხარისხი გაუმჯობესდება მას შემდეგ, რაც ამ სტანდარტს შემოვიღებთ.

პარალელურად გარემოს ეროვნული სააგენტო დაიწყებს ხარისხის სისტემატიურ შემოწმებას, ასევე ავტომობილების და ჩვენ დავიწყებთ, უკვე მიმდინარე წლიდან, თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში ხილული, ჭარბი გამონაბოლქვის მქონე სატრანსპორტო საშუალებების გზებზე კონტროლს. სპეციალური აპარატურის საშუალებით", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-მ ჩინეთისთვის ირანული ნავთობის მიწოდებაზე სანქციები დააწესა
დეკანოზი ანდრია პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: კვლავ დავაყენებთ საკითხს და ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან
მეუფე ილარიონი ვარაუდობს, რომ შიო III სინდისის პატიმრები გათავისუფლების საკითხს დააყენებს
პატრიარქ შიო III-ის აღსაყდრება დაიწყო - ცერემონიალს ბიძინა ივანიშვილიც ესწრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics