|
2023-06-10 11:10:04, 749 ნახვა
ეკონომიკა
ოთარ შამუგიამ სახელმწიფოს ხელშეწყობით გაშენებული ლურჯი მოცვის ბაღი და სამაცივრე მეურნეობა დაათვალიერა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი გუგუჩიასთან ერთად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენში, ადგილობრივი ფერმერების, დავით და დილარ თოდუების ბაღში, ლურჯი მოცვის მოსავლის აღების პროცესს გაეცნო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. ,,სამეგრელოში უკვე იწყება მოცვის მოსავლის აღება. მოგეხსენებათ, ჩვენ რამდენიმე წლის წინ დავიწყეთ მოცვის ბაღების გაშენების ხელშეწყობის პროგრამა. 2500 ჰექტარზე მეტ ფართობზე უკვე გაშენებულია ბაღები, რაც იმას ნიშნავს, რომ, მომავალ წლებში, 20-25 ათასი ტონა მოსავალი, ათეულობით მილიონი დოლარის ღირებულების ექსპორტის შესაძლებლობა და დასავლეთ საქართველოს რეგიონისთვის დამატებითი შემოსავალი გვექნება. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ჩვენ ვეხმარებით ფერმერებს წარმოების მთლიან ჯაჭვში - როგორც ბაღების გაშენებაში, ასევე სამაცივრე მეურნეობებისა და გადამმუშავებელი საწარმოების მოწყობაში", - განაცხადა ოთარ შამუგიამ. უწყების ცნობით, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ რეგიონის ფერმერებისთვის სახელმწიფოს მხრიდან მხარდამჭერ პროგრამებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ყოველი ახალი გაშენებული ბაღი, სამაცივრე მეურნეობა თუ გადამმუშავებელი საწარმო ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს და ზრდის ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავალს. „ფერმერი დილარ თოდუა ერთ-ერთი პირველია, ვინც სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამებით სარგებლობს. მან სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით ლურჯი მოცვის ბაღი 2017, 2018, 2021 წლებში გააშენა და სამაცივრე მეურნეობა მოაწყო. როგორც ფერმერმა აღნიშნა, ბაღების გაშენებას და მეურნეობის გაფართოებას სამომავლოდაც გეგმავს. დავით და დილარ თოდუებმა პროგრამით „დანერგე მომავალი“ 238,000 ლარის თანადაფინანსება მიიღეს; ბაღების გაშენებისა და სამაცივრე მეურნეობის მოწყობის მიზნობრიობით გაცემული შეღავათიანი აგროკრედიტის თანხა 1 მლნ ლარს აჭარბებს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მასშტაბით, ლურჯი მოცვის გაშენების მიზნობრიობით გაცემული შეღავათიანი აგროკრედიტი 127,9 მლნ ლარს აღემატება, სადაც სესხის პროცენტის სუბსიდირებას სოფლის განვითარების სააგენტო 16,6 მლნ ლარის ოდენობით ახორციელებს. მათ შორის, სამეგრელოს რეგიონში ლურჯი მოცვის გაშენების მიზნობრიობით გაცემულია 69 მლნ ლარზე მეტი, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 9,8 მლნ ლარს აღემატება. პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, 41 მლნ ლარზე მეტით თანხით, 2,500 ჰა-ზე მეტ ფართობზე დაფინანსებულია ლურჯი მოცვის გაშენება, მათ შორის, სამეგრელოს რეგიონში, 27 მლნ ლარზე მეტი თანხით, 1,500 ჰექტარზე ლურჯი მოცვის გაშენება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
აშშ-მ ჩინეთისთვის ირანული ნავთობის მიწოდებაზე სანქციები დააწესა
დეკანოზი ანდრია პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: კვლავ დავაყენებთ საკითხს და ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან
მეუფე ილარიონი ვარაუდობს, რომ შიო III სინდისის პატიმრები გათავისუფლების საკითხს დააყენებს
პატრიარქ შიო III-ის აღსაყდრება დაიწყო - ცერემონიალს ბიძინა ივანიშვილიც ესწრება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)