|
2023-06-09 15:27:19, 736 ნახვა
ეკონომიკა
დავითაშვილი - ჩვენი ინტერესია, მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ სლოვაკური ინვესტიციების გაზრდას საქართველოში
დღეს საქართველო არის საინვესტიციო ადგილი, სადაც დაბალი გადასახადებთან ერთად დაგხვდებათ შემცირებული რისკები, ლიბერალური ბიზნესგარემო, ხელმისაწვდომობა მწვანე ენერგიასთან და თავისუფალი სავაჭრო რეჟიმით წვდომა ბაზრებზე ორ მილიარდზე მეტი მოსახლეობით, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ბრატისლავაში, ქართულ-სლოვაკურ ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. დავითაშვილის შეფასებით, საქართველოსა და სლოვაკეთს შორის ათწლეულების მანძილზე დამყარებული განსაკუთრებულად მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობები მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის პარტნიორული და საქმიანი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის. „წელს აღვნიშნეთ ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავი. მოხარული ვარ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში მივაღწიეთ მნიშვნელოვან პროგრესს და ორმხრივი თანამშრომლობის წინსვლას მრავალ სფეროში. ქართველი ხალხის სახელით მსურს ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ღრმად ვაფასებთ თქვენს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში. ველით, რომ თქვენი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა გაძლიერდება და დაეხმარება საქართველოს, წარმატებით წავიდეს წინ ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგი ეტაპისკენ", - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა. ლევან დავითაშვილმა თავის გამოსვლაში ასევე ხაზი გაუსვა სლოვაკეთთან სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობას, რომელიც, მინისტრის ინფორმაციით, აქტიურად ვითარდება და სავაჭრო ბრუნვაც, ბოლო წლების განმავლობაში, მნიშვნელოვნად იზრდება. ვიცე-პრემიერმა ასევე ისაუბრა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ხელშეწყობაზე და აღნიშნა, რომ ფორუმი დამატებითი, ძალიან კარგი პლატფორმაა ორ ქვეყანას შორის ბიზნესკავშირების შემდგომი გაღრმავებისა და ინვესტიციების ზრდისთვის. თავის გამოსვლაში მინისტრმა ასევე ისაუბრა საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურ რეფორმებზე, ქვეყნის წარმატებებზე, მსხვილ პროექტებზე და ყველა იმ მიმართულებაზე, რაც საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო ფორუმში მონაწილე ინვესტორებისთვის. ბრატისლავაში გამართულ ეკონომიკურ ფორუმში, ლევან დავითაშვილთან ერთად ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორი მიხეილ ხიდურელი, საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი დავით საგანელიძე და საქართველოს საპატიო კონსული სლოვაკეთში ნოდარ გიორგაძე.
აშშ-მ ჩინეთისთვის ირანული ნავთობის მიწოდებაზე სანქციები დააწესა
დეკანოზი ანდრია პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: კვლავ დავაყენებთ საკითხს და ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან
მეუფე ილარიონი ვარაუდობს, რომ შიო III სინდისის პატიმრები გათავისუფლების საკითხს დააყენებს
პატრიარქ შიო III-ის აღსაყდრება დაიწყო - ცერემონიალს ბიძინა ივანიშვილიც ესწრება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)