|
2023-06-09 14:57:00, 700 ნახვა
ეკონომიკა
ნადარეიშვილი - პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა არის იმ საინვესტიციო გარემოს შედეგი, რომელსაც მთავრობა, ბიზნესი ბოლო წლების მანძილზე ქმნიდა
საქართველო ინარჩუნებს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განსაკუთრებით მაღალ მაჩვენებელს - 2023 წლის პირველ კვარტალში დაფიქსირდა თითქმის ნახევარი მილიარდი აშშ დოლარის უცხოური პირდაპირი ინვესტიციის შემოდინება საქართველოში და ხაზგასასმელია, რომ 2019 წელთან ანუ პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით ეს არის თითქმის 56 პროცენტიანი ზრდა. ეს არის იმ საინვესტიციო გარემოს შედეგი, რასაც საქართველოს მთავრობა, ქართული ბიზნესი ბოლო წლების განმავლობაში ქმნიდა, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა „საქსტატის" მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებლების შეფასებისას განაცხადა, რომლის მიხედვით, 2022 წლის პირველი კვარტლის შემდეგ პირდაპირი უცხოური ინვესტიციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, ხოლო 2019 წლის პირველი კვარტლის მაჩვენებელთან შედარებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა 56.0%-ს შეადგენს. მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ 2019 წელთან შედარებით, ევროკავშირიდან შემოსული ინვესტიციის რაოდენობა ხუთჯერ არის გაზრდილი. „ინვესტიციების თითქმის 51 პროცენტი შემოდის ევროკავშირიდან, ის ინარჩუნებს ლიდერობას ამ მიმართულებით და ხაზგასასმელია, რომ 2019 წელთან შედარებით ევროკავშირის ინვესტიციების თითქმის ხუთჯერადი ზრდა გვაქვს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ პერიოდში, როდესაც საქართველო დგამს მორიგ, მნიშვნელოვან ნაბიჯებს ევროკავშირთან როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური დაახლოების თვალსაზრისით", - აღნიშნა ნადარეიშვილმა. მისივე ინფორმაციით, დარგების მიხედვით საინვესტიციო პორტფელი საკმაოდ დივერსიფიცირებულია, მათ შორის არის მრეწველობა, ტრანსპორტი, ლოგისტიკა, ასევე მაღალტექნოლოგიური დარგები, რომელთა განვითარებაც მთავრობის პრიორიტეტია. „ყველა ამ მიმართულებაში საქართველოს მთავრობას, ქართულ ბიზნესს, გარდა იმ ზოგადი საინვესტიციო გარემოსი და მიმზიდველობის, რასაც ჩვენ წლების განმავლობაში ვქმნიდით, აქვს კონკრეტული შეთავაზებები, კონკრეტული პროექტები და გეგმები, რაც, რა თქმა უნდა, არის საინტერესო ინვესტორებისთვის და დარწმუნებულები ვართ, რომ მომდევნო დინამიკაც ამ ბოლო პერიოდის მაჩვენებლების შესაბამისი იქნება", - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.
აშშ-მ ჩინეთისთვის ირანული ნავთობის მიწოდებაზე სანქციები დააწესა
დეკანოზი ანდრია პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: კვლავ დავაყენებთ საკითხს და ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან
მეუფე ილარიონი ვარაუდობს, რომ შიო III სინდისის პატიმრები გათავისუფლების საკითხს დააყენებს
პატრიარქ შიო III-ის აღსაყდრება დაიწყო - ცერემონიალს ბიძინა ივანიშვილიც ესწრება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)