|
2023-06-08 19:24:06, 1210 ნახვა
პოლიტიკა
ღუდუშაური კალიურანდზე - მის სიტყვებს ქართველ ხალხში ნოლის ფასი აქვს
სულ რომ ცხრაჯერ კალიურანდი გაამრავლოთ და ცხრა კალიურანდმა რომ თქვას იგივე, ამით რეალობა არ იცვლება, - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" დეპუტატი ალუდა ღუდუშაური, ევროპარლამენტარ მარია კალიურანდის მწვავე განცხადებებს. როგორც ღუდუშაურმა აღნიშნა, სიმართლეს სიცრუე ვერ მოუგებს და მარია კალიურანდის "სიტყვებს ქართველ ხალხში, ნოლის ფასი აქვს" "სულ რომ ცხრაჯერ კალიურანდი გაამრავლოთ და ცხრა კალიურანდმა რომ თქვას იგივე, ამით რეალობა არ იცვლება. სიმართლეს ასეთი სიცრუე ვერ მოუგებს. იმიტომ, რომ საუბარია ქვეყანაზე, არც მეტი არც ნაკლები, არის დსთ-ს წევრი., იგივე რუსეთის კავშირის წევრი და თურმე, ეს ქვეყანა ყოფილა ჩვენზე წინ რაიმე კუთხით. როდესაც ამას საუბრობს ევროპარლამენტარი კი არა ვინც გინდა ის იყო, ძალიან დიდი უხერხულობაა. ამიტომაც არის, რომ მის ამ სიტყვებს ქართველ ხალხში, ნოლის ფასი აქვს", - განაცხადა ღუდუშაურმა. შეგახსენებთ, ბრიუსელში, ევროპარლამენტში, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის (PAC) მე-12 სხდომა მიმდინარეობს. ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდის თქმით, ევროპარლამენტის წევრები დაიღალნენ მმართველი პარტიის განცხადებებით, თითქოს EU ცდილობს საქართველოს ჩათრევას, რომ გახსნას „მეორე ფრონტი“. მისივე თქმით, საპარლამენტო უმრავლესობამ უნდა შეასრულოს დაპირება არა ევროკავშირისთვის, არამედ საკუთარი მოქალაქეებისთვის.
ტრამპი საფრანგეთში სკოლებში გამართული საპროტესტო აქციების შესახებ: ისლამი ოდესღაც დიდებული ქვეყნის დაპყრობას ცდილობს
სოჭის სანაპიროსთან ნავთობის ტანკერი AFRAMAX RIO იწვის - ვიდეო
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
მარტა კოსი- საქართველო კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ ქაღალდზეა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის მიმართულებით გაშვებული დრონებისა და რაკეტების რაოდენობით ახალი რეკორდი დაამყარა
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)