|
2023-06-08 17:49:17, 774 ნახვა
პოლიტიკა
ქარუმიძე - საქართველო არ უერთდება განცხადებებს იმ ქვეყნების შესახებ, რომლებსაც არ უღიარებიათ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა
წლებია ვთხოვთ ევროკავშირის ინსტიტუტებს, რომ ფინანსური დახმარების და განვითარების ხელშეწყობის პროგრამებში პირობითობის ცნება ჩაამატონ და იმ ქვეყნებს, რომლებიც აღიარებენ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას უარი უთხრან მხარდაჭერაზე, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან ქარუმიძემ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც ქარუმიძემ აღნიშნა, ეს მოწოდებები დღესაც უგულებელყოფილია და საქართველოს ინტერესები არ არის გათვალისწინებული. "საქართველო არ უერთდება განცხადებებს იმ ქვეყნების შესახებ, რომლებსაც არ უღიარებიათ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა, რითიც ცდილობს, მინიმუმამდე დაიყვანოს აღიარების რისკები. თუ კარგად დააკვირდებით სტატისტიკას, რომელიც დღეს განიხილებოდა, ნახავთ, რომ საქართველო არ უერთდება განცხადებებს ისეთ ქვეყნებთან მიმართებით, როგორიცაა გვინეა-ბისაუ, მიანმარი, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა და ა.შ. აქ ვინმეს სჯერა, რომ საქართველოს აქვს რაიმე ფარული ინტერესები ამ ქვეყნებში და ამიტომ არ ვუერთდებით მათ შესახებ განცხადებებს, იმ ფონზე, როდესაც სრულ თანხვედრაში ვართ ევროკავშირის პოლიტიკასთან სირიის, ვენესუელასა და ნიკარაგუას მიმართ? ძალიან მარტივია: ჩვენ არაფერი გვაქვს დასაკარგი ამ ქვეყნებთან, რადგან მათ უკვე აღიარეს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა, ხოლო სხვა ქვეყნებს ჯერ კიდევ შეუძლიათ პასუხის გაცემა. წლებია ვთხოვთ ევროკავშირის ინსტიტუტებს, რომ ფინანსური დახმარების და განვითარების ხელშეწყობის პროგრამებში პირობითობის ცნება ჩაამატონ და იმ ქვეყნებს, რომლებიც აღიარებენ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას უარი უთხრან მხარდაჭერაზე. სამწუხაროდ, დღესაც ეს მოწოდებები უგულებელყოფილია და საქართველოს ინტერესები არ არის გათვალისწინებული. ამიტომაცაა, რომ დღეს სტატისტიკა დაბალია, ხოლო ამ საკითხის მოგვარების შემთხვევაში, შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ დაახლოებით 75%-ზე მეტი იქნება ეს მაჩვენებელი“, - განაცხადა ლევან ქარუმიძემ.
ტრამპი საფრანგეთში სკოლებში გამართული საპროტესტო აქციების შესახებ: ისლამი ოდესღაც დიდებული ქვეყნის დაპყრობას ცდილობს
სოჭის სანაპიროსთან ნავთობის ტანკერი AFRAMAX RIO იწვის - ვიდეო
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
მარტა კოსი- საქართველო კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ ქაღალდზეა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის მიმართულებით გაშვებული დრონებისა და რაკეტების რაოდენობით ახალი რეკორდი დაამყარა
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)