|
2023-06-08 15:00:33, 946 ნახვა
პოლიტიკა
კალიურანდი - დავიღალეთ მმართველი პარტიის განცხადებებით, თითქოს ვცდილობთ საქართველოს ჩათრევას, გახსნას „მეორე ფრონტი“
ევროპარლამენტის წევრები, ჩვენი კოლეგები ევროსტრუქტურებიდან და დასავლელი პარტნიორები დავიღალეთ თანამდებობის პირთა და მმართველი პარტიის წევრთა განცხადებებით, თითქოს ვცდილობთ საქართველოს ჩათრევას, გახსნას რუსეთის წინააღმდეგ "მეორე ფრონტი",- ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა ბრიუსელში, ევროპარლამენტში, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის (PAC) მე-12 სხდომაზე განაცხადა. კალიურანდის განცხადებით, წლების წინ, საქართველო იყო მოწინავე აღმოსავლეთ პარტნიორებს შორის, ახლა კი, მთავარ საკითხებში უკრაინასა და მოლდოვას ჩამორჩება. "წლების წინ, საქართველო იყო მოწინავე აღმოსავლეთ პარტნიორებს შორის, მაგრამ ფაქტია, პროგრესი 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით არის არასრული, არაერთგვაროვანი და ხშირად ზედაპირული. ფაქტია ისიც, რომ საქართველო ჩამორჩება უკრაინასა და მოლდოვას მთავარ საკითხებში. ევროპარლამენტის წევრები, ჩვენი კოლეგები ევროსტრუქტურებიდან და დასავლელი პარტნიორები დავიღალეთ თანამდებობის პირთა და მმართველი პარტიის წევრთა განცხადებებით, თითქოს ვცდილობთ საქართველოს ჩათრევას, გახსნას რუსეთის წინააღმდეგ "მეორე ფრონტი". ეს არის კრემლის პროპაგანდის სახელმძღვანელო, ეს არ არის სიმართლე. ამას არ ვუსურვებთ საქართველოსა და ქართველ ხალხს და არც არსდროს გვქონია ამის სურვილი. ჩვენ გვახსოვს 2008 წლის ომი. საქართველო იმიტომ კი არ ჩამორჩება უკრაინასა და მოლდოვას, რომ ვერ გააგდო სოხუმიდან რუსეთის არმია, ის ჩამორჩება პოლიტიკური მართლმსაჯულების, დამოუკიდებელი სასამართლოს არარსებობის, დამოუკიდებელი ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობისა და დაშინების საქმეების გამო, სიძულვილის ენის გამო დასავლელი დიპლომატების, ევროპარლამენტის წევრებისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ, ასევე, პოლიციის სისასტიკის გამო მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ, რომლებიც აპროტესტებდნენ სკანდალურ კანონპროექტს "უცხოური აგენტების" შესახებ; იმის გამო, რომ პრემიერი ღარიბაშვილი ირწმუნებოდა ბუდაპეშტში, რომ ლგბტ თემის უფლებების მხარდაჭერა უტოლდებოდა უმცირესობების ძალადობას უმრავლესობის წინააღმდეგ. საქართველო ჩამორჩება მმართველი პარტიისა და მთავრობის ორაზროვანი პოზიციის გამო რუსეთის მიმართ, რომელიც ილუსტრირებულია მუდმივი უარით, მიუერთდეს ევროკავშირის სანქციებს; ასევე, ახალახან აღდგენილი პირდაპირი ფრენების გამო. საქართველო ახლა გზაჯვარედინზე დგას. შესაძლებლობების ფანჯარა ჯერ კიდევ ღიაა. საქართველოას მთავრობამ და მმართველმა პარტიამ უნდა აირჩიოს ორიდან ერთი გზა. ერთი მიდის ევროკავშირისკენ, მეორე უკან წარსულში",- განაცხადა კალიურანდმა. შეგახსენებთ, რომ ბრიუსელში, ევროპარლამენტში, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის (PAC) მე-12 სხდომა მიმდინარეობს, სადაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის დღის წესრიგი, ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 რეკომენდაციის შესრულების პროგრესი, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების მიმდინარეობა განიხილება.
ტრამპი საფრანგეთში სკოლებში გამართული საპროტესტო აქციების შესახებ: ისლამი ოდესღაც დიდებული ქვეყნის დაპყრობას ცდილობს
სოჭის სანაპიროსთან ნავთობის ტანკერი AFRAMAX RIO იწვის - ვიდეო
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
მარტა კოსი- საქართველო კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ ქაღალდზეა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის მიმართულებით გაშვებული დრონებისა და რაკეტების რაოდენობით ახალი რეკორდი დაამყარა
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)