|
2023-06-08 09:48:23, 901 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - თუ ომის პარტია დარწმუნდება, რომ სტატუსის ვერ მიღებით საქართველოში ხელისუფლებას ვერ შეცვლის, მეტი შანსია, მივიღოთ სტატუსი
თუ იქნება სამართლიანი, ობიექტური გადაწყვეტილება, საქართველო გარანტირებულად მიიღებს სტატუსს. არ არსებობს არგუმენტი, რის გამოც რეალურად საქართველომ სტატუსი შეძლება ვერ მიიღოს - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მდინარაძის თქმით, თუ "გლობალური ომის პარტიის წარმომადგენლები დარწმუნდებიან, რომ სტატუსის ვერ მიღებით საქართველოში სიტუაციას ვერ შეცვლიან" სტატუსის მიღების შანსი უფრო მეტია. „თუ იქნება სამართლიანი, ობიექტური გადაწყვეტილება, საქართველო გარანტირებულად მიიღებს სტატუსს. არ არსებობს არგუმენტი, რის გამოც რეალურად საქართველომ სტატუსი შეძლება ვერ მიიღოს. თუმცა, მაშინაც, როდესაც ეს ერთხელ არ მოხდა და საქართველომ თავისი მეგობარი ორი ქვეყნისგან განსხვავებით მხოლოდ ევროპული პერსპექტივა მიიღო, მაშინაც ასე ობიექტურად წინასწარ რომ გვეთქვა და გველაპარაკა და ვსაუბრობდით ამაზე სხვათა შორის, მაშინაც შეგვეძლო გვეთქვა, რომ ობიექტურობის შემთხვევაში სტატუსი უნდა მიიღოს, მაგრამ ვერ მივიღეთ. მსჯელობის საშუალება არის აქ, ცუდი - პესიმისტური სცენარისთვისაც და ოპტიმისტური სცენარისთვისაც, ნახევრად სავსე ჭიქაზე ან ნახევრად ცარიელზეც შეგვიძლია ვილაპარაკოთ, მეტსაც ვიტყვი და შეიძლება ცოტა გაუკვირდეთ ვიღაცებს, მაგრამ მე მგონი ამის სითამამე უნდა გვეყოს და ვთქვათ, თუ ვიღაცები, მაგალითად, გლობალური ომის პარტიის წარმომადგენლები დარწმუნდებიან, რომ სტატუსის ვერ მიღებით საქართველოში სიტუაციას ვერ შეცვლიან, ანუ ხელისუფლებას ვერ შეცვლიან, უფრო მეტი შანსია, მივიღოთ სტატუსი. ეს არა მხოლოდ ჩემი პირადი აზრია, ბევრი ობიექტურად მოფიქრალი ადამიანი ფიქრობს ასე იმიტომ, რომ სტატუსი არის ამ შემთხვევაში ბევრის გადასახედიდან, ვინც ამ ქვეყანას მტრობს, ბერკეტი, რომ ხელისუფლება შეცვალოს. თუ არ მივცემთ სტატუსს, იქნებ შევცვალოთ ემოციურ ფონზე ხელისუფლება, მაგრამ თუ ამას ზარი არ აქვს, მაშინ ობიექტურად ეკუთვნის და ნუღარ ვალაპარაკებთ და გავანაწყენებთ“, - გაანაცხადა მამუკა მდინარაძემ „იმედი LIVE”-ში.
ტრამპი საფრანგეთში სკოლებში გამართული საპროტესტო აქციების შესახებ: ისლამი ოდესღაც დიდებული ქვეყნის დაპყრობას ცდილობს
სოჭის სანაპიროსთან ნავთობის ტანკერი AFRAMAX RIO იწვის - ვიდეო
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
მარტა კოსი- საქართველო კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ ქაღალდზეა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის მიმართულებით გაშვებული დრონებისა და რაკეტების რაოდენობით ახალი რეკორდი დაამყარა
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)