|
2023-06-07 13:41:03, 845 ნახვა
პოლიტიკა
ნადირაძე - „ქართულ ოცნებას“ ეროვნული ბანკის ბოლომდე მიტაცება სურს
„ქართულ ოცნებას“ სურს ეროვნული ბანკის ბოლომდე მიტაცება და კურსის თამაში მათი ნება-სურვილის მიხედვით, ეს არის მათი ერთადერთი წუხილი,- ასე ეხმაურება საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძე მმართველი პარტიის პოლიტიკური საბჭოს განცხადებას. ნადირაძის თქმით, "ბიძინა ივანიშვილს, სადაც ბევრი ფულია, უნდა, რომ ის სფერო ბოლომდე აკონტროლოს". „ქართული ოცნების“ წუხილი არის ერთადერთი, რომ მათ ვერ დანიშნეს წევრი, რადგან უნდათ ეროვნული ბანკის ბოლომდე მიტაცება, რომ ბოლომდე ათამაშონ კურსი მათი ნება-სურვილის მიხედვით, რადგან ივანიშვილს, სადაც ბევრი ფულია, უნდა, რომ ის სფერო ბოლომდე აკონტროლოს ისევე, როგორც ხდება ყველა სფეროში, რომელიც ეხება ნავთობს, გადაზიდვებს, ენერგომატარებლებს და ეროვნული ბანკიც არის მისი ინტერესის უდიდესი სფერო. „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები გამოთქვამენ წუხილს ამის გამო, რომ გვიანდება, რომ ბოლომდე ყველა წევრი აკონტროლონ,- ამბობს ნადირაძე. შეგახსენებთ, დღეს, 7 ივნისს "ქართული ოცნების" პოლიტიკურმა საბჭომ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტი თავისი ქმედებებით მიზანმიმართულად უქმნის დაბრკოლებას ეროვნული ბანკის ჯეროვან საქმიანობას. როგორც პოლიტსაბჭოს მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, პრეზიდენტმა ყველა შეთანხმებული ვადა დაარღვია და მას ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატი პარლამენტისთვის დღემდე არ წარუდგენია.
ტრამპი საფრანგეთში სკოლებში გამართული საპროტესტო აქციების შესახებ: ისლამი ოდესღაც დიდებული ქვეყნის დაპყრობას ცდილობს
სოჭის სანაპიროსთან ნავთობის ტანკერი AFRAMAX RIO იწვის - ვიდეო
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
მარტა კოსი- საქართველო კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ ქაღალდზეა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის მიმართულებით გაშვებული დრონებისა და რაკეტების რაოდენობით ახალი რეკორდი დაამყარა
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)