|
2023-06-07 10:46:20, 955 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკი“ ბიზნესებისთვის - EU4Business EBRD-ის საკრედიტო ხაზზე Cashback-ის პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს
„საქართველოს ბანკი“, ევროკავშირის და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) ერთად, ბიზნესების მხარდაჭერისა და გაძლიერების მიზნით პროექტების განხორციელებას აგრძელებს. პარტნიორობის ფარგლებში EU4Business EBRD-ის საკრედიტო ხაზზე Cashback-ის პროგრამა წარმატებით ხორციელდება. ინიციატივის ფარგლებში მცირე, საშუალო და დიდი ზომის ბიზნესებს აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ დაფინანსება და Cashback-ის სახით და უკან დაიბრუნონ ინვესტირებისთვის გაცემული თანხის 15%-მდე. პროექტის მიზანია ქართული ბიზნესისთვის ინვესტირების მხარდაჭერა, პროდუქტის ხარისხის ამაღლება და ევროკავშირის სავაჭრო სტანდარტებთან შესაბამისობა. ბიზნესებს პროგრამაში მონაწილეობენ იმ შემთხვევაში, თუ მათი საქმიანობა ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთს მოიცავს:
მონაწილე კომპანიების შერჩევის პროცესში უპირატესობა „მწვანე ბიზნესს“ ენიჭება, რომლებიც დაფინანსების შემდეგ პროდუქტის წარმოებაზე ნაკლებ ელექტროენერგიას ხარჯავენ, ან არსებული ენერგიით უფრო მეტი პროდუქციის წარმოებას ახერხებენ. ასევე, თუ კომპანიები დანადგარებს ახალი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ტექნიკით ანაცვლებენ. „საქართველოს ბანკი“, როგორც ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტი, ერთგულ პარტნიორთან - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) ერთად მნიშვნელოვან პროექტს უკვე რამდენიმე წელია წარმატებით ახორციელებს. აღნიშნული ინიციატივა ქართული ბიზნესების მხარდაჭერისა და პროდუქტის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ხორციელდება. პროგრამის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ მონაწილე კომპანიები საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფისგან სრულყოფილ ტექნიკურ კონსულტაციებს იღებენ. ძირითადი საშუალებების, ახალი დანადგარების შეძენას, საწარმოო თუ სასაწყობე შენობების გარემონტებას და პროგრამული უზრუნველყოფის გაუმჯობესებას კი საინვესტიციოდ მიღებულ ფინანსებით ახორციელებენ. პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობა იმ ბიზნესებსაც აქვთ, რომლებიც სხვა მსგავს პროექტებში უკვე ჩართული არიან“, - აღნიშნავს „საქართველოს ბანკის“ მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი, ზურაბ მასურაშვილი. Cashback პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე.
რუმინეთის პატრიარქი დანიელი - გისურვებთ თქვენს უნეტარესობას მრავალ კურთხეულ წელს საქართველოს მართლმადიდებელი ხალხის სამსახურში
ალბანეთის წინამძღვარი - ილია II-ის ტახტზე ასვლა, თქვენს უნეტარესობას წმინდა და მძიმე მემკვიდრეობას ანდობს
აშშ-ის საელჩო: ვულოცავთ შიო III-ს პატრიარქად არჩევას, ისტორიული მოვლენაა, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პატრიარქის პირველი არჩევაა
CNN: ტრამპი იმედგაცრუებულია ირანთან მოლაპარაკებებით და ომის განახლებისთვის ემზადება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)