|
2023-06-06 19:26:13, 907 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი - როდესაც რაიმე პოზიტიური ხდება ამ დროს ადამიანების უშველებელი ჯგუფი ირაზმება, რათა ქვეყნის დისკრედიტაცია მოახდინონ
ტრაგედიაა, როდესაც ნებისმიერი მიმართულებით რაიმე პოზიტიური ხდება და ამ დროს ადამიანების უშველებელი ჯგუფი ირაზმება, რათა ქვეყნის დისკრედიტაცია მოახდინოს, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი პრემიერ-მინისტრის, ირაკლის ღარიბაშვილის გერმანიის კანცლერ, ოლაფ შოლცთან ვიზიტს. როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, საქართველოს ოპოზიციას ქვეყანაში დესტაბილიზაცია სურს, აქედან გამომდინარე ფაქტებს "ბინძური პიარით უნდა უპასუხონ, თითქოს ირაკლი ღარიბაშვილს ოლაფ შოლცმა გამოუცხადოს გარკვეული პრეტენზიები და საჩხუბრად დაიბაროს". „როდესაც ქვეყანაში საერთაშორისო, თუნდაც სპორტული ღონისძიება ტარდება, ევროპის ჩემპიონატი მაქვს მხედველობაში, რაიმე შენდება ან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის გახსნილია ევროპული ფორმატების კარები, მაღალი დონის სტუმრები გვყავს, ვიზიტი იგეგმება გერმანიაში თუ სხვა რომელიმე ქვეყანაში, ეს არის უშველებელი ტრაგედიის წინაპირობა და ამ ტრაგედიას, რასაკვირველია, ბინძური პიარით უნდა უპასუხონ, თითქოს ირაკლი ღარიბაშვილს ოლაფ შოლცმა გამოუცხადოს გარკვეული პრეტენზიები და საჩხუბრად დაიბაროს. ეს არის ქვეყნის ტრაგედია, როდესაც ნებისმიერი მიმართულებით რაიმე პოზიტიური ხდება და ამ დროს ადამიანების უშველებელი ჯგუფი ირაზმება, რათა ქვეყნის დისკრედიტაცია მოახდინონ. ეს არის უდიდესი ტრაგედია, რომელიც ახასიათებს, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანას. ამის შემქმნელები არიან კონკრეტული ადამიანები, რევოლუციური კომიტეტი, რომელიც ცდილობს, დესტაბილიზაციას გაუხსნას გზა. რასაკვირველია, შოლცთან პრემიერ-მინისტრის ვიზიტი უნდა დაახასიათონ სწორედ ასე, სხვანაირად არ ძალუძთ, სხვა რაიმე ინტელექტუალური რესურსი პოლიტიკური პარტიისა არ გააჩნიათ“, - განაცხადა ვოლსკიმ.
ტრამპი საფრანგეთში სკოლებში გამართული საპროტესტო აქციების შესახებ: ისლამი ოდესღაც დიდებული ქვეყნის დაპყრობას ცდილობს
სოჭის სანაპიროსთან ნავთობის ტანკერი AFRAMAX RIO იწვის - ვიდეო
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
მარტა კოსი- საქართველო კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ ქაღალდზეა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის მიმართულებით გაშვებული დრონებისა და რაკეტების რაოდენობით ახალი რეკორდი დაამყარა
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)