|
2023-06-06 11:20:50, 1118 ნახვა
ეკონომიკა
„სელფი“ საქართველოში პირველი საერთაშორისო მარტექ ფესტივალის, Touch.point-ის პარტნიორია
9 ივნისს, 10:00 საათზე, არტარეას ტერიტორიაზე, იმართება საქართველოში პირველი საერთაშორისო მარტექ ფესტივალი, Touch.point-ი, რომლის მხარდამჭერი და პარტნიორია „სელფი“. ფესტივალზე დამსწრე აუდიტორიას შესაძლებლობა ექნება გაეცნოს უახლეს მიდგომებს მარკეტინგში და მიიღოს რეკომენდაციები არსებული ტექნოლოგიების პრაქტიკაში ეფექტურ დანერგვაზე. ფესტივალი განკუთვნილია მარკეტინგისა და ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე პროფესიონალებისთვის, როგორებიც არიან: მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მარკეტინგის მენეჯერი, პროდუქტის მენეჯერი, სოც მედია მენეჯერი, ქონთენთ მენეჯერი, კრეატიული სააგენტოს ექაუნთ მენეჯერი, სტრატეგიული მარკეტინგის სპეციალისტი, სტრატეგი, პროდუქტის ინჟინერი, ტექ მეწარმეე და სხვა. ფესტივალის მთავარი თემებია: მონაცემებზე დაფუძნებული მარკეტინგი, მარკეტინგის ავტომაციების ხელსაწყოები, ბრენდი და კულტურა, მომხმარებლის ქცევა, ციფრული ქონთენთი და “სთორითელინგი”, მარკეტინგი მეტავერსში. „სელფი“ ცოტა ხნის წინ სრულიად ახლებური სახით წარდგა მომხმარებლის წინაშე, მნიშვნელოვანი აქცენტით ციფრულ ინოვაციაზე. „სელფის“ მისწრაფებაა მომხმარებლებს მისცეს შესაძლებლობა მაქსიმალურად გამოიყენონ ტექნოლოგიური მიღწევები პირადი და პროფესიული მიზნების მისაღწევად, რისთვისაც მუდმივად ავითარებს და ნერგავს ციფრულ პროდუქტებს. Touch.point -ის მხარდაჭერა საუკეთესოდ ეხმიანება „სელფის“ მიზანს, რაც შეიძლება მეტ ადამიანს მისცეს წვდომა ახალ ტექნოლოგიებზე. ფესტივალის სრული პროგრამა იხილეთ: http://touchpoint.ge/program
პუტინი: რუსეთი მზად იყო უკრაინასთან მოლაპარაკებები არჩევნების შემდეგ განაახლოს
CBS News: აშშ კუბასთან ომს გეგმავს
უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების მატერიალური მხარდაჭერის ბრალდებით, აშშ-ში უზბეკეთის მოქალაქის ექსტრადიცია განხორციელდა
მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრთან მაქსიმ რიჟენკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)