|
2023-06-06 10:31:24, 969 ნახვა
რეგიონი
ქედის მუნიციპალიტეტის მერმა დანდალოს ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა
ქედის მუნიციპალიტეტის მერმა როლანდ ბერიძემ, პირველ მოადგილესთან იმედა ვასაძესთან და დანდალოს ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელთან ანზორ გოგიაშვილთან ერთად დანდალოს ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს მერიის ცნობით, ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრების კეთილმოწყობის პროგრამის ფარგლებში დასრულდა დანდალოს ცენტრის კეთილმოწყობის სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც რეაბილიტაცია ჩაუტარდა არსებულ კიბეებს და მემორიალურ დაფას, მოეწყო მგზავრთა მოსაცდელი, წყალი და დეკორატიული სკამები. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ფირმა შპს „ალსოფი" ახორციელებდა, რომლის ბიუჯეტი 174 430 ლარს შეადგენდა. „შიდა საუბნო გზების პროგრამის ფარგლებში, სოფელ გოგიაშვილებში ლევან ავალიანის სახლის მიმდებარედ მოეწყო ბეტონის საყრდენი კედელი და სანიაღვრე არხი ლითონის ცხაურით. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა ფირმამ შპს ,,მათე555"-მა 85 609 ლარით განახორციელა. მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების ფარგლებში, სოფელ გოგიაშვილებში ჯამბულ მამუჭაძის საცხოვრებელ სახლთან მიმდინარეობს საყრდენი კედლის მოწყობა. სამუშაოებს შპს „მათე555" ასრულებს, რომლის ღირებულება 44 875 ლარს შეადგენს. სოფელ გოგიაშვილებში და სოფელ ხარაულის ცენტრში მდებარე მინი სპორტული მოედნების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოებს ,,მშენებელი 5" აწარმოებს, რომლის ღირებულება 234 433 ლარს შეადგენს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)