16:41 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-03 13:03:09, 520 ნახვა

პოლიტიკა
„დროა“ - სოლიდარობას ვუცხადებთ თითოეულ დაკავებულს და ვუერთდებით რუსთაველის გამზირზე დაანონსებულ აქციას

ეს არის საქართველოს ხელისუფლების თავხედური თავდასხმა, თითოეული ჩვენგანის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებაზე რაც მონიჭებული გვაქვს დაბადებით, საქართველოს კონსტიტუციით და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით,- ასე გამოეხმაურა პარტია „დროა“ გუშინ, რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეების დაკავებას.

როგორც პარტიაში აცხადებენ, "დროა" სოლიდარობას უცხადებს თითოეულ დაკავებულს და უერთდება დღეს საღამოს, 21:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე დაანონსებულ აქციას.

„გუშინ, რუსულ ომონად ქცეული საქართველოს პოლიცია, თავს დაესხა საქართველოს პარლამენტთან შეკრებილ მშვიდობიან ახალგაზრდებს. წაართვა, დაუხია პლაკატები და უკანონოდ დააკავა ათი ახალგაზრდა. ეს არის საქართველოს ხელისუფლების თავხედური თავდასხმა, თითოეული ჩვენგანის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებაზე რაც მონიჭებული გვაქვს დაბადებით, საქართველოს კონსტიტუციით და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით. ეს არის თავხედური თავდასხმა რომელსაც სჭირდება პასუხი. ისინი გვეუბნებიან, რომ შეგვიძლია ვთქვათ მხოლოდ ის რაც მათ უნდათ, პლაკატზე შეგვიძლია დავაწეროთ მხოლოდ ის რაც მათ მოსწონთ, არა! ჩვენ ვიტყვით იმას, რაც ჩვენ მიგვაჩნია სწორად. პლაკატზე დავწერთ იმას, რაც ჩვენ გვინდა რომ დავწეროთ. ერთადერთი სწორი პასუხი არის, დღეს, 21:00 საათზე, ბევრი ხალხი რუსთაველის გამზირზე, ბევრი საპროტესტო პლაკატით.

პოლიტიკური პარტია "დროა" სოლიდარობას უცხადებს თითოეულ დაკავებულს და უერთდება დღეს საღამოს, 21:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე დაანონსებულ აქციას. მოვუწოდებთ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ვისთვისაც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება მნიშვნელოვანია, ვისთვისაც თავისუფლება მნიშვნელოვანია.

მოდით საღამოს 21:00 საათზე პარლამენტის შენობასთან, ერთად დავიცვათ თითოეული ჩვენგანის თავისუფლება. არა რუსულ რეჟიმს!“,- განაცხადა პარტია „დროას“ აღმასრულებელმა მდივანმა, გიგა ლემონჯავამ.

ცნობისთვის, დღეს, 3 ივნისს 21:00 საათზე პარლამენტთან აქცია "დაიცავი გამოხატვის თავისუფლება!" გაიმართება, სადაც მოქალაქეები 2 ივნისს პარლამენტთან ბანერების გამო აქტივისტებისა და უფლებადამცველების დაკავებას გააპროტესტებენ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 2 ივნისს, პარლამენტთან აქციაზე პოლიციამ ბანერების გამო 10-მდე მოქალაქეები დააკავა. ძირითადად ამ ბანერებზე პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იყო ნახსენები.

აღსანისნავია რომ დაკავებულებს შორისაა საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის თავმჯდომარე, ედუარდ მარიკაშვილი.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე პრეზიდენტზე - არ აქვს მორალური უფლება, ხვდებოდეს ცესკოს თავმჯდომარეს და საუბრობდეს არჩევნებზე
ტაჯიკეთში ტერორისტებთან კავშირში ეჭვმიტანილი ცხრა ადამიანი დააკავეს
რუმინეთში, უკრაინის საზღვართან დრონი ჩამოვარდა
კობახიძე - ივანიშვილთან მაქვს რეგულარული კომუნიკაცია - ის, როგორც საპატიო თავმჯდომარე, ჩართულია პოლიტიკურ პროცესებში

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics