|
2023-05-28 16:19:16, 919 ნახვა
პოლიტიკა
ბოტკოველი - ვაღიარებ, „ოცნებაში“ რომ ნგრევის პროცესი დაწყებულია, ეს „ნაცმოძრაობის“ ბრალია
ერთ რამეს ვაღიარებ, „ქართულ ოცნებაში“ რომ ნგრევის და რღვევის პროცესი დაწყებულია, ეს „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალია,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა. ბოტკოველი "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, "სხვის პირად სივრცეში შეჭრა "ნაციონალების" ხელწერაა". „სასაცილოდ გამოიყურება ეს ყველაფერი ახლა, რას გვაბრალებს ირაკლი კობახიძე ვერ მივხვდი, მას ვარჯიში ჩვენ დავაწყებინეთ და მერე გადავიღეთ თუ თვითონ დაიწყო ვარჯიში და მერე გადავიღეთ?! სამარცხვინოა ასეთი განცხადებები. უკვე აღარც იმალება ის პროცესი, რომ „ქართულ ოცნებაში“ ნგრევის პროცესი დაწყებულია, რაც ქვეყნისთვის სასარგებლოა და კობახიძე ივარჯიშებს თუ არ ივარჯიშებს ეს ნამდვილად არ აინტერესებს ამ ქვეყნის მოსახლეობას. ერთ რამეს ნამდვილად ვაღიარებ, „ქართულ ოცნებაში“ რომ ნგრევის და რღვევის პროცესი დაწყებულია, იშლება და ერთმანეთს ჭამენ, ეს კი ნამდვილად „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალია",- ამბობს ბოტკოველი. შეგახსენებთ, დღეს, 28 მაისს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სპორტდარბაზიდან მისი ფოტოების გავრცელების ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ფოტოები "დროას" ლიდერის, ელენე ხოშტარიას დედამ გადაიღო. აღნიშნულ საკითხზე საუბრისას, კობახიძემ თქვა, რომ "სხვის პირად ცხოვრებაში, სივრცეში შეჭრა არის "ნაციონალური მოძრაობის" ხელწერა". ირაკლი კობახიძე 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებს თავისუფლების მოედანზე არ დაესწრო. მედიის ინფორმაციით, მმაართველი პარტიის ხელმძღვანელი ღონისძიების დროს სპორტდარბაზში იმყოფებოდა.
ტრამპი საფრანგეთში სკოლებში გამართული საპროტესტო აქციების შესახებ: ისლამი ოდესღაც დიდებული ქვეყნის დაპყრობას ცდილობს
სოჭის სანაპიროსთან ნავთობის ტანკერი AFRAMAX RIO იწვის - ვიდეო
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
მარტა კოსი- საქართველო კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ ქაღალდზეა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის მიმართულებით გაშვებული დრონებისა და რაკეტების რაოდენობით ახალი რეკორდი დაამყარა
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)