|
2023-05-27 16:26:03, 910 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ მომავალი თაობა არ იყოს იმავე მდგომარეობაში, რომელიც ჩვენ 90-იან წლებში გამოვიარეთ
ჩვენ ვართ ის თაობა, რომელმაც გამოიარა 90-იანი წლები, როდესაც ჩვენ, ჩვენი სახელმწიფო მიეხეთქა ყველა აისბერგს, რომელსაც შეიძლება, მიხეთქებოდა, ჩვენი პასუხისმგებლობაა, ჩვენი შვილები და ჩვენი მომავალი თაობა არ იყოს იმავე მდგომარეობაში, რომელიც ჩვენ გამოვიარეთ 90-იან წლებში და შემდეგაც, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია ამ თემებზე საუბარი, განსაკუთრებით დიასპორასთან, ვინაიდან მედია ხანდახან არ იძლევა ყველა ინფორმაციის ბოლომდე მიტანის შესაძლებლობას და მნიშვნელოვანია, რომ ამაზე საუბარი გამართულ ფორუმზეც იყოს. „ჩვენ, განსაკუთრებით ხელისუფლებაში მყოფი ადამიანები, ვართ 90-იანების თაობა, ის თაობა, რომელმაც გამოიარა 90-იანი წლები, როდესაც ჩვენ, ჩვენი სახელმწიფო მიეხეთქა ყველა აისბერგს, რომელსაც შეიძლება, მიხეთქებოდა. რთულია, ამ გადასახედიდან თქვა, რისი არიდება შეიძლებოდა, რისი არიდება ვერ მოხდებოდა, რთულია, ეს ყველაფერი შეაფასო, მაგრამ ერთი რამ არის, ჩვენ, იმ თაობას, რომელსაც გამოვლილი გვაქვს 90-იანი წლები და ის პერიოდი, როდესაც ჩვენი დამოუკიდებლობა გამოვაცხადეთ, როდესაც შემდეგ იყო როგორც ეკონომიკური, ისე უსაფრთხოების თუ სამხედრო ხასიათის დაპირისპირებები, ეს ყველაფერი გამოვიარეთ მაშინ, როგორც ბავშვებმა თუ ახალგაზრდებმა, ყველაფერი ეს ვიწვნიეთ. ერთი რამ ნამდვილად ვიცით, ჩვენი პასუხისმგებლობაა, ჩვენი შვილები და ჩვენი მომავალი თაობა არ იყოს იმავე მდგომარეობაში, რომელიც ჩვენ გამოვიარეთ 90-იან წლებში და შემდეგაც. ამიტომ მნიშვნელოვანია ამ თემებზე საუბარი, განსაკუთრებით დიასპორასთან, ვინაიდან კომუნიკაციის საშუალებები, მედია ხანდახან არ იძლევა ყველა ინფორმაციის ბოლომდე მიტანის შესაძლებლობას და მნიშვნელოვანია, რომ ამაზე საუბარიც იყოს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ტრამპი საფრანგეთში სკოლებში გამართული საპროტესტო აქციების შესახებ: ისლამი ოდესღაც დიდებული ქვეყნის დაპყრობას ცდილობს
სოჭის სანაპიროსთან ნავთობის ტანკერი AFRAMAX RIO იწვის - ვიდეო
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
მარტა კოსი- საქართველო კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ ქაღალდზეა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის მიმართულებით გაშვებული დრონებისა და რაკეტების რაოდენობით ახალი რეკორდი დაამყარა
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)