|
2023-05-27 13:49:28, 819 ნახვა
პოლიტიკა
დარჩიაშვილი პუტინის განცხადებაზე - ჩვენ სავიზო შეზღუდვების მოხსნაში მონაწილეობა არ მიგვიღია
ჩვენ ამ პროცესში, არც სავიზო შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით და არც ფრენებთან დაკავშირებული შეზღუდვების მოხსნაზე, არანაირი ძალისხმევა არ გაგვიწევია, - ასე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებას, რომელმაც განაცხადა, რომ ფრენების აღდგენისა და სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხი ქართული ხელისუფლების მოთხოვნის საპასუხოდ გადადგა. მისივე თქმით, ხელისუფლება რჩება იგივე ფორმატში და ადასტურებს, რომ სავიზო რეჟიმის გაუქმებაში არანაირი წვლილი არ მიუძღვის. "ჩვენ ფრენებთან დაკავშირებით არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ჩვენ ამ პროცესში, არც სავიზო შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით და არც ფრენებთან დაკავშირებული შეზღუდვების მოხსნაზე, არანაირი ძალისხმევა არ გაგვიწევია, ეს არაერთხელ ვთქვით, ყველა დონეზე იქნა ამის შესახებ კომენტარი გაკეთებული. ჩვენ ვრჩებით ჩვენი განცხადებების ფორმატში, ჩვენი განცხადებების მთავარი ლაიტმოტივი რაც იყო მაშინ, რომ ჩვენ ამ პროცესში მონაწილეობა არ მიგვიღია და ახლაც იმავეს გიდასტურებთ", - განაცხადა დარჩიაშვილმა. შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ფრენების აღდგენისა და სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხი ქართული ხელისუფლების მოთხოვნის საპასუხოდ გადადგა, რის შემდეგაც საზოგადოებისგან მადლობას მოელოდა, მაგრამ გაუგებარი უკმაყოფილება მოჰყვა გადაწყვეტილებას.
ტრამპი საფრანგეთში სკოლებში გამართული საპროტესტო აქციების შესახებ: ისლამი ოდესღაც დიდებული ქვეყნის დაპყრობას ცდილობს
სოჭის სანაპიროსთან ნავთობის ტანკერი AFRAMAX RIO იწვის - ვიდეო
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
მარტა კოსი- საქართველო კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ ქაღალდზეა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის მიმართულებით გაშვებული დრონებისა და რაკეტების რაოდენობით ახალი რეკორდი დაამყარა
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)