|
2023-05-25 17:50:06, 1815 ნახვა
რეგიონი
თეიმურაზ კახიძე - აჭარაში ბოლო მონაცემებით, გაზრდილია ვაკანსიების და სამუშაო ადგილების რაოდენობა
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს, სსიპ დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელმა, თეიმურაზ კახიძემ დღეს აჭარის უმაღლეს საბჭოში, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის გასვლით სხდომაზე, მოხსენება გააკეთა სააგენტოს 2023 წლის პროგრამების მიმდინარეობის, გამოწვევებისა და დაგეგმილი ინიციატივების შესახებ, მათ შორის, დეპუტატებს ინფორმაცია გააცნო შშმ პირთა პროფესიული გადამზადებისა და დასაქმების ხელშეწყობის პროგრამის შესახებ და საზღვაო შრომის ბაზარზე დასაქმების შესაძლებლობების შექმნასთან დაკავშირებით. "2021 წელთან შედარებით, 2022 -2023 წელს ვაკანსიების რაოდენობა 10%-დეა გაზრდილი, ხოლო სამუშაო ადგილები დაახლოებით 16%-ით. რაც შეეხება დასაქმების მაჩვენებელს, გაზრდილია დაახლოებით 19%-ით. მოთხოვნის შესაბამისად, ასევე ფართოვდება სააგენტოს პროგრამები და პროგრამების დაფინანსება. მიმდინარე წელს დაემატა ორი ახალი პროგრამა: დასაქმებისა და თვითდასაქმების ხელშეწყობა სამუშაო იარაღებით უზრუნველყოფის გზით და ინფორმაციულ ტექნოლოგიურ სფეროში დასაქმება-თვითდასაქმებისათვის საჭირო უნარების განვითარება“, - აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას სააგენტოს ხელმძღვანელმა, თეიმურაზ კახიძემ. სხდომას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, მოადგილეებთან და სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა. კომიტეტის წევრებმა ასევე მოისმინეს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის, თამილა ბარკალაიას მოხსენება საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2022 წლის ანგარიში“ და სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორის, ნინო ველთაურის მოხსენება - სააგენტოს ინფორმაცია შშმ პირთა პროფესიული გადამზადებისა და დასაქმების ხელშეწყობის საკითხებთან დაკავშირებით.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)