|
2023-05-25 10:18:36, 1190 ნახვა
პოლიტიკა
გონჩარენკო - მივმართე უკრაინის პრეზიდენტსა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს, რომ ივანიშვილი სანქციების სიაში მოხვდეს
ბიძინა ივანიშვილის უნდა დასანქცირდეს არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ ყველა ცივილიზებულ სამყაროში,- ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატმა, ოლექსეი გონჩარენკომ განაცხადა. გონჩარენკოს თქმით, ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს მთავრობა იყიდა და საქართველო რუსეთის დაქვემდებარების ქვეშ ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყავს. „მე მივმართე უკრაინის პრეზიდენტს და უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს, რომ ბიძინა ივანიშვილი უკრაინის სანქციების სიაში მოხვდეს, რადგან ის რუსეთის აგენტია, რომელსაც რუსეთის ბრძანებით საქართველოში ძალაუფლება აქვს ხელში აღებული. ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს მთავრობა იყიდა, ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყავს საქართველო რუსეთის დაქვემდებარების ქვეშ და გადაჰყავს რუსულ ორბიტაზე, რასაც ყოველდღე სხვადასხვა ქმედებებით ავლენს. ეს უქმნის საფრთხეს, როგორც საქართველოს, ისევე უკრაინას. ბიძინა ივანიშვილის უნდა დასანქცირდეს არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ ყველა ცივილიზებულ სამყაროში. ვფიქრობ, რომ ჩემს წინადადებას მხადაჭერა ექნება“,- განაცხადა გონჩარენკომ. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი უკრაინის სანქციების პორტალზეა ნახსენები, რომელიც "ომი და სანქციები" უკრაინის ანტიკორუფციული სააგენტოსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერაა შექმნილი. როგორც პორტალზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ბიძინა ივანიშვილს მჭიდრო კავშირი აქვს რუსეთის პოლიტიკურ ელიტასთან და ლობირებს რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის, ვლადიმერ ევტუშენკოვის ინტერესებს რუსეთსა და საქართველოში, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების გვერდის ავლით. გარდა ამისა, პორტალზე ასევე ნათქვამია, რომ ივანიშვილი პასუხისმგებელია მატერიალურ ან ფინანსურ მხარდაჭერაზე იმ ქმედებებისთვის, რომლებიც ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. შეგახსენებთ, რომ 11 მაისს, უკრაინის რადას დეპუტატმა, ოლექსეი გონჩარენკომ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილისთვის და "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძისთვის სანციების დაწესების მიზნით მიმართა.
ტრამპი საფრანგეთში სკოლებში გამართული საპროტესტო აქციების შესახებ: ისლამი ოდესღაც დიდებული ქვეყნის დაპყრობას ცდილობს
სოჭის სანაპიროსთან ნავთობის ტანკერი AFRAMAX RIO იწვის - ვიდეო
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
მარტა კოსი- საქართველო კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ ქაღალდზეა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის მიმართულებით გაშვებული დრონებისა და რაკეტების რაოდენობით ახალი რეკორდი დაამყარა
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)