|
2023-05-25 00:29:43, 911 ნახვა
პოლიტიკა
ბოჭორიშვილი - როდესაც 12 რეკომენდაციის შესრულებისთვის ოპოზიციას შევთავაზეთ მუშაობის ფორმატები, მათი ნაწილისგან მაშინვე უარი მივიღეთ
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილმა იუსტიციის საბჭოს წევრების შერჩევის პროცესში ოპოზიციის ჩართულობაზე გადაცემაში „იმედი LIVE” ისაუბრა, სადაც აღნიშნა, რომ „ოპოზიციის ქმედებები, დიდი ნაწილის ყოველ შემთხვევაში, თავიდანვე ცხადი იყო, პირველივე დღიდან, როდესაც ჩვენ შევთავაზეთ 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესი და ეს იყო შარშან, ივლისის დასაწყისში, როგორც კი მივიღეთ რეკომენდაციები, შევთავაზეთ მუშაობის ფორმატები. ოპოზიციის ნაწილისგან მაშინვე მივიღეთ უარი, რომ ისინი არ ჩაერთვებოდნენ სამუშაო ჯგუფებში და ამაში ჩანს სიყალბე მათი სურვილის“ როგორც ბოჭორიშვილმა აღნიშნა, სამუშაო ჯგუფებში ჩართულობა ოპოზიციიდან ძალიან ცოტამ მოახერხა და კიდევ ერთხელ გამოჩნდა მათი სიყალბე სწორედ იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევის დროსაც. მისივე თქმით, ოპოზიციას ერთადერთი რამისთვის სჭირდება კანდიდატის სტატუსი, რამენაირად ეს საკითხი გამოიყენონ არეულობისთვის, დესტაბილიზაციისთვის და საზოგადოებაში ხმაურის შესაქმნელად. „აპელირება იმაზე, რომ მათ [ოპოზიციას] სურთ ევროკავშირში წევრობა და ადარდებთ ეს საკითხი და კანდიდატის სტატუსი იქვე გამოჩნდა სიყალბე ამ ყველაფრის იმიტომ, რომ როგორ შეიძლება გულწრფელად გინდოდეს ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ამისთვის ხელის შეშლის მეტს არაფერს აკეთებდე. მარტივი რამ იყო გასაკეთებელი, ამას ითხოვდა ევროკავშირი ჩვენგან, რომ ერთად გვემუშავა იმ რეკომენდაციების შესრულებაზე, რომელიც ევროკავშირმა მისცა საქართველოს. სანაცვლოდ მივიღეთ ის, რომ სამუშაო ჯგუფებში ჩართულობა ძალიან ცოტამ მოახერხა და ძალიან კარგად გამოჩნდა კიდევ ერთხელ ეს მათი სიყალბე სწორედ ამ არჩევის დროს, როდესაც ჩვენ ვირჩევდით საბჭოს წევრებს. ისინი იმდენად გაღიზიანდნენ, როცა შესაძლებლობა დაინახეს, რომ შესაძლოა ეს რეკომენდაციაც შეესრულებინა საქართველოს, დატოვეს დარბაზი და მაქსიმალურად ეცადნენ, ჩაეშალათ კენჭისყრა. ეს არის პასუხი რეკომენდაციების შესრულებაზე, ეს არის პასუხი იმ საკითხზე ოპოზიციის მხრიდან, რაც პირდაპირ უკავშირდება კანდიდატის სტატუსის მიღებას ქვეყნისთვის, ევროკავშირში ინტეგრაციის გაგრძელებას და ევროკავშირში წევრობას. ფაქტია, კარგად ჩანს მათი განწყობები და სურვილები. მათ ერთადერთი რამისთვის სჭირდებათ კანდიდატის სტატუსი, რამენაირად ეს საკითხი გამოიყენონ არეულობისთვის, დესტაბილიზაციისთვის და საზოგადოებაში არა გაერთიანებისთვის, არამედ პირიქით, მეტი გაყოფის და მეტი ხმაურის შესაქმნელად და ქვეყნის დასაზიანებლად“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ტრამპი საფრანგეთში სკოლებში გამართული საპროტესტო აქციების შესახებ: ისლამი ოდესღაც დიდებული ქვეყნის დაპყრობას ცდილობს
სოჭის სანაპიროსთან ნავთობის ტანკერი AFRAMAX RIO იწვის - ვიდეო
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
მარტა კოსი- საქართველო კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ ქაღალდზეა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის მიმართულებით გაშვებული დრონებისა და რაკეტების რაოდენობით ახალი რეკორდი დაამყარა
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)