|
2023-05-24 22:55:28, 6253 ნახვა
Lifestyle
როკ-ენ-როლის დედოფალი ტინა ტერნერი გარდაიცვალა
ტინა ტერნერი გარდაიცვალა. ცნობილი ამერიკელი მომღერალი 83 წლის იყო. "დიდი მწუხარებით ვაცხადებთ ტინა ტერნერის გარდაცვალების ამბავს. თავისი მუსიკით და ცხოვრების უსაზღვრო გატაცებით, მან მოაჯადოვა მილიონობით ფანი მთელ მსოფლიოში და შთააგონა ხვალინდელი ვარსკვლავები. დღეს ვემშვიდობებით ძვირფას მეგობარს, რომელიც გვიტოვებს თავის უდიდეს საქმეს: მის მუსიკას. მთელი ჩვენი გულით თანაგრძნობა მის ოჯახს. თინა, ძალიან მოგვენატრები." -">წერია ოჯახის და მეგობრების მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც მის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა. ტინა ტერნერი ნამდვილი სახელი, ანა მეი ბულოკი, ამერიკელი მომღერალი, ავტორი, მოცეკვავე, ქორეოგრაფი და მსახიობი, რომლის კარიერა 60 წელიწადზე მეტ ხანს მოიცავს. თავისი მოღვაწეობის მანძილზე არაერთხელ იქნა წოდებული „როკ-ენ-როლის დედოფლად“. ტინას მუსიკალური კარიერა დაიწყო აიკ ტერნერთან, მის მეუღლესთან ერთად. წარმატება დუეტს მოუტანა სინგლმა „Proud Mary“. მეუღლესთან პრობლემების და მასთან გაყრის შემდეგ ტინამ გამოსცა ავტობიოგრაფიული წიგნი „მე, ტინა“ (1977). სოლო-კარიერის დაწყებით მან განიმტკიცა სახელი მუსიკალურ სამყაროში, რასაც ხაზი გაესვა წარმატებული დისკით Private Dancer (1984). მუსიკალურ კარიერასთან ერთად ტინამ მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა ფილმშიც. აღსანიშნავია მისი მონაწილეობა როკ-ოპერაში „ტომი“ და მიუზიკლში „სერჟანტ პეპერის მარტოსული გულების კლუბის ბენდი“. მაგრამ მის ყველაზე წარმატებულ კინოროლად ითვლება პერსონაჟი ფილმიდან შეშლილი მაქსი. ამ ფილმისათვის მის მიერ დაწერილი სიმღერა "We Don't Need Another Hero" ასევე დიდი წარმატებით სარგებლობდა. როგორც მსოფლიოს შოუ-ბიზნესის ერთ-ერთი ცნობილი ადამიანი, ტინა ჟურნალ „როლინგ სტოუნის“ მიერ დასახელებულია ყველა დროის ყველაზე წარმატებულ როკ-მომღერალ ქალბატონად და ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს მომღერლად. მისი დისკების გაყიდული ასლების რაოდენობა 200 მილიონს შეადგენს. სტატისტიკით, მან გაყიდა ბევრად მეტი საკონცერტო ბილეთი, ვიდრე სხვა სოლო-შემსრულებელმა მუსიკის ისტორიაში. ტინას კონცერტები გამორჩეულია სცენაზე ენერგიული მოძრაობებით, მძლავრი ვოკალური ჟღერადობით და ა.შ. 2008-2009 წლებში ტერნერმა მოაწყო საიუბილეო ტურნე, რომელიც აღნიშნავდა მის 50 წლიან მუსიკალურ კარიერას. თავისი დროისთვის ეს ტური იქცა ყველაზე გაყიდვად საკონცერტო მოვლენად.
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
ვოლსკი - ელენე ხოშტარიას პატარაობიდან ვიცნობ - მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ასე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)