|
2023-05-24 15:57:09, 1808 ნახვა
ეკონომიკა
დამოუკიდებლობის დღის სადღესასწაულო შეთავაზებები ჯპს-ში
26 მაისს სრულიად საქართველო დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს. ეს არის ისტორიული დღე, როდესაც ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა; დღე, ამაღლებული და განსაკუთრებული ემოციებისა, რომელიც ყველას გვაერთიანებს. „ჯპს-ის სახელით გვინდა მივულოცოთ ეს მნიშვნელოვანი თარიღი მთელ საქართველოს და ჩვენი მხრივ, განწყობის ასამაღლებლად, ჩვენს მომხმარებლებს განსაკუთრებული შეთავაზებები დავახვედროთ ჩვენს სააფთიაქო ქსელში, მთელი საქართველოს მასშტაბით; უფრო მეტი დეტალისთვის თვალი ადევნეთ ჯპს-ის ფეისბუქის გვერდს“, - აცხადებენ კომპანიაში. დღეიდან ჯპს-ში სადღესასწაულო შეთავაზებები იწყება. ჯპს-ში მოსულ მომხმარებლებს ყოველდღიურად სხვადასხვა შეთავაზებები, სერვისები, საჩუქრები და სადღესასწაულო განწყობა დახვდება. 24 მაისიდან - 50%-იანი ფასდაკლება გავრცელდება წამყვან დერმატოლოგიურ და პრემიუმ კლასის ბრენდზე, როგორიცაა: ნუქსი, ლიერაკი, ისის ფარმა, ბიოდერმა, ვიში, ლაროში, ნორევა, სებამედი, სოსკინი, ტოპიკრემი, ფიტო, ცერავე და სხვა. სპეციალური ფასი იმოქმედებს დეკორატიულ თუ სხვა სააფთიაქო პროდუქტებზე. ჩვენთან მოსულ მომხმარებლებს განსაკუთრებული შეთავაზება დახვდებათ ბავშვთა პროდუქტებზე, კვებასა და მოვლაზე. ამ პერიოდის განმავლობაში მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ ჯპს-ის სერვისებით როგორც დერმატოლოგის, ასევე ოფთალმოლოგის უფასო კონსულტაციებით. 24-28 მაისის აქტივობების განრიგი: 24-26 მაისი - დერმატოლოგის სერვისი, სახისა და თმის დიაგნოსტიკა 3D აპარატით, ჭავჭავაძის 30, 13:00-21:00 26-27 მაისი - თმის უფასო დიაგნოსტიკა 3D აპარატით, ფურშეტი, საჩუქრები, ჯპს აფთიაქი, სითი მოლი საბურთალო, 14:00-20:00 26-28 მაისი - ოფთალმოლოგის უფასო კონსულტაცია 50-ლარიან შენაძენზე, ჯპს აფთიაქი, აქსის თაუერსი (აგროჰაბი), 12:00-18:00 განახლებული აქტივობების კალენდარი მოგვიანებით გამოქვეყნდება ჯპს-ის ფეისბუქის გვერდზე.
კალაძე საცობებზე - გზების გაფართოებისა და ესტაკადების მშენებლობის ეფექტი დროებითია
კალაძე საცობებზე - უნდა გვესმოდეს ერთი მარტივი რამ, ქალაქის ქუჩების სივრცე უსასრულო არ არის
დეკანოიძე - საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები განსაკუთრებული აგრესიით, ფაქტების უგულებელყოფითა და აშკარა მიკერძოებით განიხილავენ მართლმსაჯულების რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს
მამა ლევანი ჯიქური კორუფციაზე: ამდენი წურბელა რომ გეყოლება ქვეყანაში, რამდენს აიტანს
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
რესპუბლიკელების მთავარი მოწინააღმდეგე, კალიფორნიის გუბერნატორი უკრაინას ეწვია და დახმარება გამოაცხადა
უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



