|
2023-05-24 15:28:51, 834 ნახვა
პოლიტიკა
Freedom House ანგარიშით, სომხეთი და მოლდოვა საქართველოს დემოკრატიის თვალსაზრისით უსწრებენ
უფლებადამცველმა საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ Freedom House-მა გამოაქვეყნა ყოველწლიური ანგარიში „ტრანზიციის ქვეყნები“, რომელიც აფასებს დემოკრატიის მდგომარეობას 29 ქვეყანაში. ანგარიშით, სომხეთი და მოლდოვა საქართველოს დემოკრატიის თვალსაზრისით უსწრებენ. გასულ წლებში ამ ქვეყნებს შორის საქართველო ლიდერობდა. საქართველო, დემოკრატიის დონით, ისევ გარდამავალი ან ჰიბრიდული რეჟიმის მქონე ქვეყნებს მიეკუთვნება. ამავდროულად, დემოკრატიის დონე, Freedom House-ის მონაცემებით, წლის განმავლობაში 35%-დან 34%-მდე დაეცა (3,07-დან 3,04 ქულამდე). ამრიგად, ამ მაჩვენებლით საქართველოს სომხეთი (35%, 3.11 ქულა) და მოლდოვა (36%, 3.14 ქულა) უსწრებენ. ანგარიშში ნათქვამია, რომ სომხეთს არ შეუტანია განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე, მაგრამ მან განაგრძო დემოკრატიული მიღწევების მიღწევა 2022 წელს და გახდა ერთადერთი 29 ქვეყნიდან ერთზე მეტი ინდიკატორის გაუმჯობესებით. ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 29 სახელმწიფოსა და პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებს შორის დემოკრატიის დონის მიხედვით პირველ ადგილზეა ესტონეთი, ბოლო ადგილზე კი თურქმენეთი. დემოკრატიის დონე უკრაინაში 39%-ით არის შეფასებული (3,36 ქულა), რუსეთში - 2%-ზე (1,11 ქულა). 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელი 34%-მდე შემცირდა. აღნიშნულის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ი ანგარიშს აქვეყნებს. Freedom House-მა 7 კომპონენტისგან შემდგარი შეფასების სისტემა გამოაქვყნა, რომელიც ქვეყნის პროგრესს ამოწმებს. შედეგები ასეთია:
ანგარიშის მიხედვით, დამოუკიდებელი მედიის რეიტინგი ჟურნალისტების მიმართ ძალადობისა და შევიწროების გაუარესების მრავალწლიანი ტენდენციის გამო 3,50-დან 3,25-მდე შემცირდა. (ყველაზე მაღალი ქულა 7).
ტრამპი საფრანგეთში სკოლებში გამართული საპროტესტო აქციების შესახებ: ისლამი ოდესღაც დიდებული ქვეყნის დაპყრობას ცდილობს
სოჭის სანაპიროსთან ნავთობის ტანკერი AFRAMAX RIO იწვის - ვიდეო
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
მარტა კოსი- საქართველო კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ ქაღალდზეა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის მიმართულებით გაშვებული დრონებისა და რაკეტების რაოდენობით ახალი რეკორდი დაამყარა
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)