|
2023-05-22 15:38:03, 856 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - დონორებს მოვუწოდებ, დაელაპარაკონ ორგანიზაციებს, რომლებსაც აფინანსებენ, სხვა შემთხვევაში, გამოდის, რომ უცხო ქვეყნის წარმომადგენლების თანხმობით ხდება დეპუტატებზე ზეწოლა
წინა კვირაში რაც ვნახეთ, ეს იყო ის, რაც დაფარულად ხდებოდა ომბუდსმენის არჩევისას, კერძოდ, ზეწოლა პარლამენტის წევრებზე, რომელიც მოდიოდა პოლიტიკური ჯგუფებისა და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციისგან, გასულ კვირას, კენჭისყრის მსვლელობის დროს ვნახეთ დარბაზში, ვინ არიან ის ადამიანები, არასამთავრობოები, რომლებიც ზეწოლას ახდენენ პარლამენტის წევრებზე, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, პარლამენტის წევრს აქვს თავისუფალი მანდატი და ის თავისუფალია თავის გადაწყვეტილებებში. „ამ მანდატში ჩარევა არის კონსტიტუციის საწინააღმდეგო ქმედება. ამიტომ ის არასამთავრობოები, პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც პირდაპირ ზეწოლას ახდენენ პარლამენტის წევრებზე, ისინი არიან ის ორგანიზაციები ან პარტიები, რომლებიც არღვევენ კონსტიტუციას, ძირს უთხრიან დემოკრატიულ ინსტიტუტებს. მეორე მხრივ, დონორებმა, რომლებიც აფინანსებენ ასეთ ორგანიზაციებს, რომლებიც ბედავენ, რომ პარლამენტის წევრები შეაწუხონ, შეავიწროონ, დააბულინგონ, დააშინონ და აიძულონ ისინი, არ მიიღონ ის გადაწყვეტილება, რომელსაც თვლიან საჭიროდ, არამედ ისეთი, რომელიც ამ ამ მილიონების მქონე „ენჯეოებს“ სურთ, ეს გახლავთ ქართველი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ უცხოური ფულის ხარჯვა. ამიტომ დონორებს მოვუწოდებ, ჩახედონ, დაინტერესდნენ. წინაზეც ვეუბნებოდით, მაგრამ ასე არ ჩანდა. სამი ქალი დეპუტატი, სამწუხაროდ, არ ასახელებდა, ვინ ახდენდა მათზე ზეწოლას, ახლა პირდაპირ გამოჩნდა. დონორებს მოვუწოდებ, ნახონ ეს განცხადებები, დაელაპარაკონ იმ ორგანიზაციებს, რომლებსაც აფინანსებენ, რომ ასეთი ზეწოლას ადგილი არ ჰქონდეს. სხვა შემთხვევაში გამოდის, რომ დონორებიც იზიარებენ ამ პასუხისმგებლობას. გამოდის, რომ უცხო ქვეყნის წარმომადგენლების თანხმობით ხდება ზეწოლა პარლამენტის წევრებზე. ეს უნდა დამთავრდეს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ევროკავშირი სანქციების შესახებ კენჭისყრაში წევრი სახელმწიფოების ვეტოს უფლების შეზღუდვას განიხილავს
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ტრამპი საფრანგეთში სკოლებში გამართული საპროტესტო აქციების შესახებ: ისლამი ოდესღაც დიდებული ქვეყნის დაპყრობას ცდილობს
სოჭის სანაპიროსთან ნავთობის ტანკერი AFRAMAX RIO იწვის - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
უკრაინამ რუსეთის მიმართულებით გაშვებული დრონებისა და რაკეტების რაოდენობით ახალი რეკორდი დაამყარა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)