|
2023-05-21 16:08:30, 891 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე- ნაცურ ნარატივში ჯდება საქართველოს პრეზიდენტი და ხალხს ტესტავენ, მიიღებენ თუ არა მესიჯს, რომ საქართველომ თავის სამომავლო პერსპექტივებზე ილაპარაკოს აფხაზეთისა და ცხინვალის გარეშე
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტის განცხადებები სამწუხაროდ „ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივს ემთხვევა. მდინარაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილი ამავდროულად არასწორ განცხადებებს ავრცელებს. „გუშინ ჩვენ საქართველოს პრეზიდენტისგან, ხაზს ვუსვამ საქართველოს პრეზიდენტისგან მოვისმინეთ განცხადება, რომ ქორწილის მეორე დღე გადაიდო და გაიმარჯვა ქართველმა ხალხმა. მთელი სერიოზულობით ლაპარაკობდა ამას და მეორეს მხრივ, აირზენას გამოუცხადა ბოიკოტი. რეალურად, ამის პარალელურად ხდება ის, რაც წეღან თქვენმა კოლეგამ მკითხა, გატესტვები მიდის ქართველი ხალხის ემოციების, დაუშვებენ თუ არა ისინი და მიიღებენ თუ არა მესიჯს იმის შესახებ, რომ საქართველომ თავის სამომავლო პერსპექტივებზე ილაპარაკოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე. ასეთი, გლობალური ბინძური გეგმების ფონზე, ქორწილის მეორე დღე გადაიდოო, აი ამ ნაცურ ნარატივში ჯდება სამწუხაროდ საქართველოს პრეზიდენტი და ასეთ არასერიოზულ განცხადებებს აკეთებს, ამავდროულად, არასწორს. მისი გაკეთებული განცხადება შეიცავს ტყუილ ინფორმაციას იმიტომ, რომ შეუძლებელია ვახტანგ გომელაურს მისთვის ეთქვა, რომ ის გადადებდა ქორწილის მეორე დღეს და ა. შ. ასეთი საკითხებით გომელაური და შსს დაკავებული არ არის. მისი საქმეა საზოგადოების, მართლწესრიგის, უსაფრთხოების დაცვა და არა ქორწილების გადადება და გადმოდება. ასეთი რაღაც არ უთქვამს, მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით, არასწორი ინფორმაცია გაახმოვანა პრეზიდენტმა და ასეთ რაღაცას შსს და მისი ხელმძღვანელი ან რომელი წარმომადგენელი ვერ იტყოდა. ასეთ დეტალებზე კონცენტრირებით ასეთი გლობალური მავნებლური გეგმების შემოპარება მიდის, და ადამიანებზე, ახალგაზრდებზე ემოციებით ცდილობენ ასეთი თემების ერთმანეთში ჩახლართვას, უკაცრავად ამ გამოთქმისთვის, და შემდეგ გადაფარვას და მავნებლობებს.“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან.
ევროკავშირი სანქციების შესახებ კენჭისყრაში წევრი სახელმწიფოების ვეტოს უფლების შეზღუდვას განიხილავს
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ტრამპი საფრანგეთში სკოლებში გამართული საპროტესტო აქციების შესახებ: ისლამი ოდესღაც დიდებული ქვეყნის დაპყრობას ცდილობს
სოჭის სანაპიროსთან ნავთობის ტანკერი AFRAMAX RIO იწვის - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
უკრაინამ რუსეთის მიმართულებით გაშვებული დრონებისა და რაკეტების რაოდენობით ახალი რეკორდი დაამყარა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)