|
2023-05-19 13:06:58, 1483 ნახვა
რეგიონი
რიჟვაძე - ჩვენს ახალგაზრდებს ვულოცავ სკოლის დამთავრებას, ცხოვრების მნიშვნელოვანი, დაუვიწყარი ეტაპის დასრულებას და ახალი, საინტერესო ეტაპის დაწყებას
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ბათუმის მეორე საჯარო სკოლაში ბოლო ზარის ღონისძიებას დაესწრო და ახალგაზრდებს სკოლის დამთავრება მიულოცა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. მათი ცნობით, აჭარაში 4500 მოსწავლე ამთავრებს სკოლას. კურსდამთავრებულებს სკოლის დასრულება აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა და ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა მიულოცეს. „ჩვენს ახალგაზრდებს ვულოცავ სკოლის დამთავრებას. ცხოვრების მნიშვნელოვანი, დაუვიწყარი ეტაპის დასრულებას და ახალი, საინტერესო ეტაპის დაწყებას. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალი თაობის წარმატებები. ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე დგას თითოეულ თქვენგანზე. მინდა დღევანდი დღე მივულოცო და მადლობა გადავუხადო პედაგოგებს, კურსდამთავრებულთა მშობლებს, ყველას ვინც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენი გამორჩეული ახალგაზრდების აღზრდასა და განათლებაში",- აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ სიტყვით გამოსვლისას.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)