16:23 - 17 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-15 17:26:41, 989 ნახვა

ეკონომიკა
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე - ექსპორტის რეკორდული მაჩვენებლები ხაზს უსვამს ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის ეფექტიანად გამოყენებას

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, რეკორდულია 2023 წლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში დაფიქსირებული ექსპორტის მოცულობა.

მისი განცხადებით, აპრილის თვის მონაცემებით, ექსპორტის, დაახლოებით, 20 პროცენტიანი ზრდა ფიქსირდება და მისი მოცულობა ნახევარ მილიარდ აშშ დოლარამდეა, ხოლო პირველი ოთხი თვის განმავლობაში საქართველოდან ექსპორტირებული პროდუქციის მოცულობა, დაახლოებით, 2 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს, რაც წინა წელთან შედარებით, დაახლოებით, 23.5 პროცენტიანი ზრდაა.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ასევე მნიშვნელოვნად არის გაზრდილი საგარეო-სავაჭრო ბრუნვა - პირველი ოთხი თვის განმავლობაში მისმა მოცულობამ, დაახლოებით, 6.5 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.

„უნდა აღინიშნოს, რომ ექსპორტის მიმართულებით დაფიქსირებული ტენდენციები, ერთი მხრივ, ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობია, მეორე მხრივ, პირდაპირ არის დაკავშირებული საქართველოს მიერ სატრანზიტო ფუნქციის ეფექტიანად გამოყენებასთან და ასევე ხაზს უსვამს საქართველოში წარმოებული პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ზრდას, რაც საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია", - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კალაძე საცობებზე - გზების გაფართოებისა და ესტაკადების მშენებლობის ეფექტი დროებითია
კალაძე საცობებზე - უნდა გვესმოდეს ერთი მარტივი რამ, ქალაქის ქუჩების სივრცე უსასრულო არ არის
დეკანოიძე - საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები განსაკუთრებული აგრესიით, ფაქტების უგულებელყოფითა და აშკარა მიკერძოებით განიხილავენ მართლმსაჯულების რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს
მამა ლევანი ჯიქური კორუფციაზე: ამდენი წურბელა რომ გეყოლება ქვეყანაში, რამდენს აიტანს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics