|
2023-05-15 15:15:02, 1596 ნახვა
რეგიონი
შუახევის მერმა, ომარ ტაკიძემ სამუშაო თათბირი გამართა
შუახევის მერმა, ომარ ტაკიძემ სამუშაო თათბირი გამართა, რომელსაც მერის მოადგილეები, უწყების სამსახურისა და განყოფილების უფროსები ესწრებოდნენ. შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, შეხვედრაზე, დღის წესრიგით გათვალისწინებული აქტუალური საკითხები განიხილეს და აქცენტი ჯერ კიდევ არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე გაკეთდა. "ხელმძღვანელ პირებმა მოისმინეს მიმდინარე წლის, პირველ კვარტალში გაწეული მერიის უწყების თითოეული სამსახურის საქმიანობის ანგარიში. ისაუბრეს ბიუჯეტის შესრულებაზე, ჯანდაცვის პროგრამებზე, კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდულ მიმართულებებზე, შესყიდვებისა და ზედამხედველობით ღონისძიებებზე, ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და პრიორიტეტებით გათვალისწინებულ პროგრამებზე. ყურადღება გამახვილდა ზაფხულის ტურისტული სეზონის მზადებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ტურისტული ლოკაციების, საპიკნიკე ადგილების მოწესრიგებასა და მოახლოებულ სამთო იალაღებზე გასვლასთან დაკავშირებულ სამზადისზე. ასევე, კომუნალური სამსახურის ფუნქცია-მოვალეობების გაზრდასთან დაკავშირებით, პირველ მოადგილეს, მირიან აბაშიძესა და შესაბამის სამსახურებს დაევალათ, უწყების წესდებაში და სახელში ცვლილებების პროექტის მომზადება, რომელიც განსახილველად უახლოეს მომავალში წარედგინება შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს. ომარ ტაკიძემ, სტრუქტურული ერთეულების მიერ გაწეული საქმიანობა შეაჯამა, მათ მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის ბიუჯეტით დაგეგმილი ღონისძიებები წარმატებით და შეუფერხებლად უნდა განხორციელდეს",- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)