|
2023-05-15 12:53:12, 1123 ნახვა
ეკონომიკა
„კონცეპტ თავგადასავალი 2“: მოგზაურობა სამცხე-ჯავახეთში
„თიბისი კონცეპტი“ და „მოგზაური“ ამჯერად გთავაზობთ დაუვიწყარ მოგზაურობას სამცხე-ჯავახეთში. 23-25 ივნისის გასტრო-კულტურულ ტურში, მესხეთის მდიდარი ისტორიის, უძველესი კულტურული ძეგლებისა და სამცხე-ჯავახეთის ეთნიკური მრავალფეროვნების პარალელურად, თქვენ აღმოაჩენთ რამდენად განსხვავებული და განსაკუთრებულია მესხური კულინარია. ტურის განმავლობაში, სამცხე-ჯავახეთის მკვლევარი, ისტორიკოსი კუკური მეტრეველი გაგაცნობთ, პრეისტორიული და ფეოდალური ხანის ძეგლებს - გაზიარებთ აბულის ციკლოპური ციხის მისტიკას და ვარძიის სამ იარუსად ნაშენი კომპლექსის. სამსარის კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსის, საროს მთავარანგელოზთა ეკლესის, უძველესი მესხური დარბაზების, ხერთვისისა და თმოგვის ციხეების ხილვისას, თქვენს წინაშე ისტორიული საქართველოს სხვადასხვა ეპოქა გაცოცხლდება. ტრადიციული მესხური კერძების დაგემოვნებასთან ერთად, რესტორატორი ქეთი ბაქრაძე, მისეული იმპროვიზაციებით, ქართული კულინარიის ნაკლებად ცნობილ გემოებსა და არომატებს აღმოგაჩენინებთ. სამცხე-ჯავახეთის გრძელი და გაშლილი ლანდშაფტების, თვალწარმტაცი მთების, საქართველოში უდიდესი ტბების, დუხობორების ფერადი სახლების და ზოგადად, მესხეთის ეთნიკური მრავალფეროვნების კვალზე, „თიბისი კონცეპტისა“ და „მოგზაურის“ ტური დაუვიწყარი და შთამბეჭდავი თავგადასავალი იქნება. ტურის განმავლობაში, მონაწილეებს ნათია ფანჯიკიძე უმასპინძლებს თემით „ნამდვილი ცოდნით მხოლოდ ის იცი, რაც გინახავს და განგიცდია”. „თიბისი კონცეპტის“ მომხმარებლებს სამცხე-ჯავახეთის ტურზე სპეციალური შეთავაზება გელოდებათ: 1 ადამიანი 2 ადგილიან ნომერში 1480 ლარია 20% ფასდაკლებით. 1 ადამიანი 1 ადგილიან ნომერში 1600 ლარია 20% ფასდაკლებით. გაეცანი დამატებით ინფორმაციას ტურის შესახებ.
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)