|
2023-05-11 11:57:29, 1021 ნახვა
ეკონომიკა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, მესტიაში ახალი სასტუმრო Anne s Hotel გაიხსნა
ბაზისბანკი აგრძელებს სასტუმრო ინდუსტრიისა და მასპინძლობის სექტორის მხარდაჭერას. ამჯერად, ბანკის დაფინანსებით და „უმასპინძლე საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, მესტიის ისტორიულ ნაწილში, კიდევ ერთი ახალი, 21 ნომრიანი სასტუმრო Anne s Hotel გაიხსნა. პროექტის ჯამური ღირებულება 2.5 მილიონი ლარია, საიდანაც ბაზისბანკის მიერ 1.6 მილიონ ლარზე მეტი ფინანსური მხარდაჭერა განხორციელდა. Anne s Hotel პირველ სტუმრებს უკვე მიმდინარე წლის მაისიდან მასპინძლობს. სასტუმრო კომფორტულ და მყუდრო გარემოში დასვენებას, სვანური ეთნო კერძების დაგემოვნებას და მესტიის რეგიონის გაცნობით ტურებს სთავაზობს როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ სტუმრებს. სასტუმროდან ულამაზესი ხედები იშლება თეთნულდზე და ისტორიულ სვანურ კოშკებზე. „ჩვენი და ბაზისბანკის საერთო ძალისხმევით, მესტიას, უძველეს და ტურისტულად მიმზიდველ ლოკაციაზე, კიდევ ერთი თანამედროვე სასტუმრო შეემატა. მინდა მადლობა გადავუხადო ბაზისბანკის გუნდს აღნიშნული პროექტის წარმატებით დასრულებაში შეტანილი წვლილისთვის. ვისურვებდი, რომ კიდევ მეტი მსგავსი პროექტი განხორციელდეს ჩვენს რეგიონში, რაც ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას“, - განაცხადა სასტუმროს მფლობელმა, ანა გირგვლიანმა. „ბაზისბანკს, როგორც ბიზნესის ერთ-ერთ უმსხვილეს დამფინანსებელს საქართველოში, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კუთხით. მსგავსი პროექტების დაფინანსება ბანკისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს, რადგან ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას და აძლიერებს სამშენებლო სექსტორს, რაც ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. გვეამაყება, რომ მესტიაში კიდევ ერთი წარმატებული პროექტის განხორციელების თანამონაწილეები ვართ“, - აღნიშნა ბაზისბანკის კომერციულმა დირექტორმა, გიგი გაბუნიამ.
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)