17:36 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-10 10:20:12, 947 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს აზიის ქვეყნებიდან ღვინის პროფესიონალები სტუმრობდნენ

ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „Meiburg Wine Media'' ხელმძღვანელის, ღვინის მაგისტრ დებრა მეიბურგის ორგანიზებით, საქართველოს ჩინეთიდან და სინგაპურიდან  ღვინის პროფესიონალები სტუმრობდნენ.

ტურის ფარგლებში, 14-კაციანი ჯგუფის წევრებმა, რომლის შემადგენლობაში სომელიეები და იმპორტიორები შედიოდნენ,  ქართლსა და კახეთში ღვინის საწარმოები დაათვალიერეს.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, სტუმრები იმყოფებოდნენ თბილისში გამართულ ბუნებრივი ღვინოების ყოველწლიურ ფესტივალზეც  „ZERO COMPROMISE", სადაც შესაძლებლობა მიეცათ, გაცნობოდნენ 100-მდე მწარმოებლის პროდუქციას.

ღვინის მაგისტრის, დებრა მეიბურგის შეფასებით, ქართულ ღვინოს აზიის ბაზარზე დიდი პერსპექტივა აქვს.

„როდესაც ვსაუბრობთ აზიაზე,  მხედველობაში უნდა მივიღოთ ქართული ღვინის სხვადასხვა ბაზარი - შანხაი, პეკინი, ჩენგდუ, ტაივანი, ჰონგ-კონგი, სინგაპური, კორეა და იაპონია. ამ ბაზრებიდან, თითოეულს აქვს განსხვავებული გემოვნება, განსხვავებული განვითარების დონე და ქართული ღვინის შესახებ განსხვავებული ცოდნა, რაც ვფიქრობ, რომ ძალიან კარგია მწარმოებლებისთვის, რადგან ამ ბაზრებზე ყველასთვის არის ადგილი. ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ქართულ ღვინოებზე მუშაობისას, შესამჩნევია ხარისხის საოცარი ზრდა, საერთაშორისო გემოს და სტილის გაცნობიერება, ასევე, ეტიკეტების, წარდგენის სიზუსტე",  -  აღნიშნა დებრა მეიბურგმა.

აზიის ქვეყნები, განსაკუთრებით კი ჩინეთი, რჩება ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებად. ჩინეთში, ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის გაზრდის მიზნით, 2023 წელს, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიება გაიმართება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
მეუფე ნიკოლოზი ილია მეორის წმინდანად შერაცხვას ითხოვს - მიმართვა, რომლის წაკითხვაც მიტროპოლიტს გაფართოებულ კრებაზე სურდა
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics