|
2023-05-05 13:16:00, 1284 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის დელეგაციამ საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაციის (IHO) ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საქართველოს სახელმწიფო ჰოდროგრაფიულმა სამსახურმა 2-5 მაისს მონაკოში საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაციის (IHO) რიგით მესამე ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა. ასამბლეა ტრადიციულად მონაკოს პრინცმა ალბერ II-მ მისასალმებელი სიტყვით გახსნა, ფორუმში 98 სახელმწიფოს დელეგაცია იყო წარმოდგენილი. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, 2023 წლის ასამბლეის (IHOAssembly) მთავარ თემას „მომავლის ნავიგაცია" წარმოადგენდა, კერძოდ, დარგის ციფრულ მონაცემთა სისტემებზე გადასვლა - სანავიგაციო რუკების დიჯითალიზაცია, ბათიმეტრიული კვლევების გაფართოება და ჯერ კიდევ შეუსწავლელი მსოფლიო ზღვებისა და ოკეანების არეალების იდენტიფიცირება. ასევე დაიგეგმა სახელმძღვანელო სტანდარტების შემუშავება ,,მომავლის ნავიგაციაზე" გადასვლის შემდგომ. "ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულმა სამსახურმა მონაწილეობა მიიღო სანავიგაციო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საერთაშორისო სტანდარტებისა და სახელმძღვანელო მასალების განახლების პროცესში. ამასთან, დაიგეგმა ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრები IHO-ს, ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების და საზღვაო ინდუსტრიის წარმომადგენლებთან. ასამბლეის შეხვედრებზე მონაწილეობის პარალელურად, საქართველომ ასევე მონაწილეობა მიიღო წევრი სახელმწიფოების გამოფენაში - "Mapping the marine environment in the Ocean Decade", რომელიც გაეროს მიერ მიმდინარე ათწლეულის ოკეანის დეკადად გამოცხადებას მიეძღვნა. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნა საქართველოს ჰიდროგრაფიული სამსახურის ავტორობით შექმნილი კარტოგრაფიული პროდუქტები, რომელთა ნაწილიც საერთაშორისო პროექტების შედეგად შეიქმნა. ასამბლეის ფარგლებში ორგანიზაციის (IHO) გენერალური მდივნის და დირექტორის არჩევნები გაიმართა",- ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაში.
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სამეფო ოპერის თეატრმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს პაატა ბურჭულაძის საქმეში ჩარევისკენ მოუწოდა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანს დოპინგის ბრალდებით 11 წლით დისკვალიფიკაცია მისცეს
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)