|
2023-05-04 10:35:22, 1387 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკისა“ და სავაჭრო პალატის ერთობლივი პროექტის ფარგლებში კომპანია BB Store-მა ბიზნესი გააციფრულა
„საქართველოს ბანკი“ საქართველოს სავაჭრო პალატასთან პარტნიორობით პროექტს ,,უფასო ვებგვერდი ბიზნესს“ ახორციელებს. პროექტი მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულებისა და ელექტრონული კომერციის განვითარების მიზნით შეიქმნა, რაც იმას ნიშნავს, რომ კიდევ 70-მა კომპანიამ შეძლო ბიზნესის გაციფრულება. ერთ-ერთი ასეთი კომპანიაა BB Store, რომელიც ქართულ ტიპოგრაფიაზე დაფუძნებული ბრენდია. BB Store ქართულ ბაზარზე 2016 წელს გამოჩნდა. ბრენდის კონცეფცია დაფუძნებულია ტრადიციულ, ქართულ მოტივებზე, რემელშიც გაერთიანებულია უნიკალური სიტყვები, ძეგლები და ქართული ანბანის სიმბოლოები. კომპანიის პროდუქცია იწარმოება და იბრენდება საქართველოში. კომპანიის მიზანს ქართული, ეროვნული თემატიკის პოპულარიზაცია და მათი საერთაშორისო ბაზარზე გაყიდვა წარმოადგენს. „საქართველოს ბანკისა“ და სავაჭრო პალატის ერთობლივ პროექტში ჩართვა ჩვენთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რადგან BB Store-სთვის დამზადდა ვებგვერდი, რომელიც აღჭურვილია ყველა საჭირო ფუნქციონალით და ჩვენთვის შეკვეთების მიღების პროცესი კიდევ უფრო გამარტივდა. მომხმარებელსაც შესაძლებლობა აქვს ჩვენი ვეგვერდიდან მიიღოს სრული ინფორმაცია, აირჩიოს სასურველი პროდუქცია და მარტივად განახორციელოს გადახდა „საქართველოს ბანკის“ გადახდების მეშვეობით. ჩვენი ბრენდი ძირითადად მუშაობს ონლაინ, ჩვენი ვებგვერდის bbstore.ge-ს მეშვეობით, საიდანაც მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის ჰუდების, მაისურების, ჩანთებისა და სხვა მრავალი პროდუქციის შეძენა შეუძლია. ბრენდი გათვლილია ყველა ასაკის ადამიანზე, მათ შორის ბავშვებზე. ახალი კოლექციის შექმნისას, ჩვენი ძირითადი მოტივაცია ქართული ანბანი და ქართული თემატიკაა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით კი უნიკალურ ქართულ სიმბოლოებს ვქმნით. დღეის მონაცემებით წარმოდგენილი გვაქვს 1 000 სახეობის ასორტიმენტი. ჩვენი პროდუქცია როგორც ონლაინ და ოფლაინ მაღაზიებში, ასევე განთავსებულია სხვადასხვა პლატფორმებზე, მათ შორის extra,ge, vendoo.ge და phubber-ზე. რაც შეეხება ჩვენს სამომავლო გეგმებს, ეტაპობრივად ვგეგმავთ მოლებში სტენდების განთავსებას; ადგილობრივი და საერთაშორისო სხვადასხვა პლატფორმის დამატებას. ვფიქრობთ ექსპორტის გაზრდასაც“, - აღნიშნავს BB Store-ის დამფუძნებელი და დირექტორი, ნინო გიგინეიშვილი. ინფორმაციისთვის, პროექტის „უფასო ვებგვერდი ბიზნესის“ ფარგლებში, სავაჭრო პალატა გამარჯვებული მეწარმეებისთვის უზრუნველყოფს როგორც ვებგვერდის დამზადებას, ასევე მისი მართვის ტრენინგს და ტექნიკურ მხარდაჭერას. ბანკი კი, მეწარმეების ინტერესებზე მორგებულ ონლაინ გადახდების (ბარათით გადახდა, განვადებით გადახდა, ნაწილ-ნაწილ გადახდა, PLUS და MR ქულებით გადახდა და სხვა) ინტეგრაციას ახორციელებს, მათთვის შეღავათიანი პირობებით. პროექტში საქართველოში რეგისტრირებული ის მეწარმეები იღებენ მონაწილეობას, რომლებსაც პროდუქტის გაყიდვა ელექტრონული კომერციის საშუალებით სურთ.
ყირიმის ხიდი უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული დარტყმის შემდეგ ჩამოინგრა
კალაძე საცობებზე - გზების გაფართოებისა და ესტაკადების მშენებლობის ეფექტი დროებითია
კალაძე საცობებზე - უნდა გვესმოდეს ერთი მარტივი რამ, ქალაქის ქუჩების სივრცე უსასრულო არ არის
დეკანოიძე - საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები განსაკუთრებული აგრესიით, ფაქტების უგულებელყოფითა და აშკარა მიკერძოებით განიხილავენ მართლმსაჯულების რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
რესპუბლიკელების მთავარი მოწინააღმდეგე, კალიფორნიის გუბერნატორი უკრაინას ეწვია და დახმარება გამოაცხადა
უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



